სალომე ზურაბიშვილი: არავისთან ვყოფილვარ გარიგებაში

სალომე ზურაბიშვილი: არავისთან ვყოფილვარ გარიგებაში

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არცერთ ხელისუფლებასთან გარიგებაში არ ყოფილა და არასდროს დაუთმია ის პრინციპები, რომლებიც ეხება საქართველოს ორიენტაციას და სხვა ფუნდამენტურ საკითხებს.
შესაბამის კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა “პირველი არხის”  გადაცემა “არჩევნები 2018”-ში წინასაარჩევნო დებატების მიმდინარეობისას გააკეთა.
გადაცემის წამყვანმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რა არის ის იდეალი, ის ღირებულება, რომლის გამოც ის როგორც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ამავე ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდა.
“შეიძლება ძალიან ბევრი იყოს იმ ყველა პრინციპიდან და იმ წითელი ხაზებიდან, რომლითაც მოვდივარ მე, ჩემი წარსულიდან გამომდინარე ანუ მთელი რიგი პრინციპები, რომლებიც ეხება დემოკრატიას და ყველა ძირითად უფლებას, საქართველოს მთავარ ორიენტაციებს. ეს არის ის, რაც არასოდეს არ დამითმია და რასაც არ დავთმობ დღეს ან ხვალ. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ეკუთვნოდა მხოლოდ ერთ პარტიას- თავის პარტიას, არავისთან ვყოფილვარ გარიგებაში, როცა სააკაშვილთან გარკვეული წინააღმდეგობა მქონდა, გზები ძალიან მალე გაიყარა, თუმცა მისი მოყვანილი ვიყავი”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.