ედიშერ გვენეტაძე: ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების უდიდესი აღიარება

ედიშერ გვენეტაძე: ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების უდიდესი აღიარება

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი):

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით:

• საქმეზე - „რუსთავი 2“ - საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ! 
• საქმეზე “ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ”- გაიმარჯვა საქართველომ! 
• სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. 
• ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! 
• ეს საქმე, პრაქტიკულად ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი იყო, რომელიც ქართულმა სასამართლომ დიდი წარმატებით ჩააბარა!
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისის გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით. 
• ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!