Erasmus + მხარდაჭერით ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი" თბილისში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

Erasmus + მხარდაჭერით ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი"  თბილისში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

15-16 თებერვალს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში’’ საერთაშორისო  კონფერენცია - ''ახალგაზრდული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე და სექტორთაშორისი თანამშრომლობა''  გაიმართება. კონფერენციას ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგზარდული ასოციაცია ,,დრონი“  უწევს ორგანიზებას.
ღონისძებაზე ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთწლიან თანამშრომლობა შეჯამდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდულ სფეროში მოქმედი საქართველოს, სომხეთის, მოლდოვას, შვედეთისა და ფინეთის  წარმომადგენლები .
ღონისძების  მიზანია  ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის სპეციალური სივრცის შექმნა, მათი პრაქტიკების გასაზიარებლად. ევროკავშირის პროექტებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მეტად ინფორმირება და მათი საერთაშორისო პროექტებში უფასოდ მონაწილეობა. რა შესაძლებლობები აქვთ ახალგაზრდებს ერასმუს + ფარგლებში და როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ევროპაში დაგეგმილ გაცვლით პროექტებში.
კონფერენციაზე პროექტის- ''თანამშრომლობის სამკუთხედი ახალგაზრდებისთვის'' შედეგებს წარადგენენ.  ნაჩვენები იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეო მასალა, ახალი პროექტის - რუკის Uსე იტ თბილისი-ის პრეზენტაცია (ეს არის ალტერნატიული რუკა, როემლიც დაეხმარება უცხოელ და ადგილობრივ ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო ადგილების მოძიებაში). ტურისტებს პარალელურად, მოეწყობა  ვორქშოფები და პანელური დისკუსიები, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტებისათვის გზამკვლევი და გაერთიანებული სტრატეგიები შეიქმნება.  
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ევროკავშირის წარმომადგენლები, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პოლიტიკის მიმართულებით მომუშვე სამთავრობო უწყებები, საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები  და დარგის ექსპერტები.