ლევან ნიკოლეიშვილი: ავანტიურისტი სააკაშვილი ფეხით მოდის!

ლევან ნიკოლეიშვილი: ავანტიურისტი სააკაშვილი ფეხით მოდის!
ლევან ნიკოლეიშვილი (ანალიტიკოსი):

ვაშა, ვაშა... პრეზიდენტყოფილმა და ავანტურისტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჯერ ბოდიში მოიხადა და შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა დაგვპირდა! ვაშა, ვაშა, ბატონებო! როგორც იქნა სააკაშვილმა ჯერ გულწრფელობა გამოიჩინა (ბოდიშს ვგულისხმობ !) და შემდეგ სიმართლე თქვა (აქ უკვე მის ჩამოსვლას ვგულისხმობ!)!
გამოჩნდებიან ახლა ვიღაცეები და იტყვიან, არ ჩამოვაო, ეშინიაო, დაიჭერენო, ეგ სულ ასე იტყუებაო და ასე შემდეგ...
არა, ბატონებო, წამოსულია უკვე, უბრალოდ ჯერ გზა აერია, მერე ერ ყალიბდებოდა მანქანით წამოსულიყო, მატარებლით, გემით თუ თვითმფრინავით თუ შავი ვირით, უკუღმა შემჯდარი... მაგრამ როგორც ნამდვილ ვაჟკაცს და უშიშარს შეეფერება (არ დაიწყოთ ახლა, გორში მიწაზე ფორთხავდა შეშინებულიო..), მოკლედ, გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა და ფეხით მოდის, დიახაც, ფეხით, ზოგან ცურვაც მოუწევს - მაგალითად შავ ზღვაში რა, ვერ გადაცურავს? ასე, რომ მოდის! ოღონდ გაითვალისწინეთ პატარა მანძილი არაა კიევიდან თბილისამდე, თან ფეხით ადვილი არაა...
ახლა კი სრულიად სერიოზულად: სააკაშვილის მხარდამჭერებო, მინიმუმ მართლა არ გეხამუშებათ, ეს რომ გყავთ ბელადად?!