ამირან სალუქვაძე: ოპოზიციას ძველი მოდელი ურჩევნია

ამირან სალუქვაძე: ოპოზიციას ძველი მოდელი ურჩევნია

ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი, უსაფრთხოების ექსპერტი):

როგორც წესი, ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, როდის დაასახელებს ხელისუფლება მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარ კანდიდატებს და ცდილობენ, მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე ანალიზის საფუძველზე გადაწყვიტონ, ვინ დაუპირისპირონ მმართველ გუნდს, ანუ ხელისუფლების შემდეგ წარმოადგინონ თავისი სია.

ვერ ვიგებ, რა ეჩქარებოდათ 30 ოლქიდან თბილისის ოლქებში კანდიდატების გახმაურება?

უფრო 120/30-ს მხარდაჭერის იმიტაციას ჰგავს. სინამდვილეში ამ მოდელის ჩავარდნის მოლოდინში არიან.

უარის სათქმელი მიზეზი აქვთ, - გ. რურუას გათავისუფლება.

თუ კენჭისყრა ჩავარდება, იტყვიან, ჩვენ გვსურდა ახალ მოდელზე გადასვლა, აგერ კანდიდატები შევათანხმეთ.

თუ მმართველმა გუნდმა ამ ორი პარტიის გარეშე მოაგროვა ხმა, რაღა გაეწყობა, შეეგუებიან.

თუ კენჭისყრა ჩავარდება, დააბრალებენ მმართველ პარტიას და სიამოვნებით გადალაგდებიან ძველ, მოქმედ მოდელზე.

დიდი ხნის წინ დავწერე, რომ ოპოზიციას ძველი მოდელი ურჩევნია, რადგან პროპორციულში აგებენ. გათვლა აქვთ, რომ შეათანხმონ 73 მაჟორიტარული ოლქი, გაინაწილონ პარტიულ ლიდერებზე და პრინციპით "ყველა ერთის წინააღმდეგ", მაქსიმალურ ოლქებში გაიყვანონ საკუთარი კანდიდატები.

სხვაგვარად ვერ ვხსნი კანდიდატების ასე ნაადრევად შეთანხმებას და გაჟღერებას. ჯერ ივნისია...

შემეცვლება აზრი, თუ დაუჯერებენ იმავე საერთაშორისო პარტნიორებს, შევლენ დარბაზში და საკონსტიტუციო ცვლილებებს მისცემენ ხმას.