კახა კალაძე: არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში

კახა კალაძე: არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში

არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, არ გვყავს ჩვენ პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი ელჩებთან განხილული ვერც იქნებოდა, რადგან როგორც კალაძე ამბობს, დიპლომატებთან უკანონობაზე პასუხიმგებლობას არავინ აღებდა.

„8 მარტის შეთანხმებაში ზოგადად განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერ იქნებოდა, რადგან ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, თვითონ შინაარსი მოცემული არის ამ ე.წ. მემორანდუმი დავარქვათ, თუ შეთანხმების დოკუმენტში, ყველაფერი არის ასახული, რაც საზოგადოებამ იხილა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე – როდესაც უმრავლესობა ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ ყოფილა საუბარი, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების შემდეგ რატომ თქვეს, რომ ეს ეჭვქვეშ აყენებდა 8 მარტის ხელშეკრულებას, კალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება ამ საკითხთან არანაირ კავშირში არ არის.