გია აბაშიძე: „Daily Mail“ არის ყვითელი გამოცემა, რომელშიც ხშირად ქვეყნდება სიყალბე

გია აბაშიძე: „Daily Mail“ არის ყვითელი გამოცემა, რომელშიც ხშირად ქვეყნდება სიყალბე

„ფეიკნიუსერობა“ ყველა ქვეყანას ახასიათებს. ვითომ პროდასავლური ნაცები თავადაც არიან „ფეიკნიუსერები“ და უცხოეთის სიყალბეებსაც მყისიერად იჯერებენ და ცდილობენ, სხვაც დააჯერონ. თუმცა, უდიდესი ნაწილი სიყალბეს არ ვიჯერებთ“,- ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც საუბარია, რომ ჰაკერები,  რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან არიან დაკავშირებული, თითქოსდა საქართველოში არიან ბაზირებული.

აბაშიძის თქმით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს აქვთ მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროშიც და ამის დასტურად აბაშიძე საქართველოზე განხორციელებული ბოლო კიბერშეტევის გამოძიებაში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მონაწილეობას იხსენებს.

„Daily Mail“ არის ბრიტანული ყვითელი, ბულვარული გამოცემა, რომელშიც ხშირად ქვეყნდება სიყალბე, მანიპულაციური სტატიები. სამი წლის წინათ, მელანია ტრამპმა „Daily Mail“-ს ცილისწამებისათვის გადაახდევინა $3 მილიონი და გამოცემისგან საჯარო ბოდიშიც მიიღო. გუშინდელი „Daily Mail“ „ირწმუნება“, რომ გასულ კვირას, ბრიტანულ ლაბორატორიებზე ჰაკერულ შეტევაში კრემლთან დაკავშირებული პირებიც მონაწილეობდნენ საქართველოდან. ფაქტობრივი მასალა არაა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ქართულ მხარეს ჰქონდა კომუნიკაცია ბრიტანულ ოფიციალურ პირებთან და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინფორმაციის ერთობლივი დადგენა.

სიყალბეს მყისიერად გამოეხმაურა უკრაინაში თანამდებობის გულისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი ხატია დეკანოიძე. მისთვის ეს მედია-სიყვითლე დამაჯერებელია. სავარაუდოდ, ნაცების ფავორიტი გაზეთებია სოციალისტურ-კომუნისტური „Morning Star“ და „Комсомольская Правда“.  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს აქვთ მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროშიც. ამის დასტური იყო საქართველოზე განხორციელებული ბოლო კიბერშეტევის გამოძიებაში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მონაწილეობა. მათი დახმარებით რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობა გამოვლინდა.  „ფეიკნიუსერობა“ ყველა ქვეყანას ახასიათებს. ვითომ პროდასავლური ნაცები თავადაც არიან „ფეიკნიუსერები“ და უცხოეთის სიყალბეებსაც მყისიერად იჯერებენ და ცდილობენ, სხვაც დააჯერონ. თუმცა, უდიდესი ნაწილი სიყალბეს არ ვიჯერებთ“,- წერს გია აბაშიძე.