ახალი გამოცემა - „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები"

ახალი გამოცემა - „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოსცა წიგნი  - „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები („ისლამური სახალიფო“, „ალ-კაიდა“ და „თალიბანი“) - მეოთხე თაობის ომის სტრატეგია, მისი რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გეოპოლიტიკური ასპექტები (2010-2019 წლები)“.
ავტორები გახლავთ  ვახტანგ მაისაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში; ალექსანდრე გუჩუა (პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსი.
წიგნი საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, გეოსტრატეგიული კვლევებისა და სპეცსამსახურების ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე, ძალოვანი და თავდაცვითი სტუქტურების წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.


ახალი გამოცემის შესახებ და ავტორებთან ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ: INTERPRESSNEWS