კახა ძაგანია: ახლა ვრწმუნდები, რამხელა ეროვნული საქმე გავაკეთეთ!

კახა ძაგანია: ახლა ვრწმუნდები, რამხელა ეროვნული საქმე გავაკეთეთ!


15 იანვარს, ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე, ვალუტის ერთ-ერთ გადამცვლელ ჯიხურს თავს დაესხნენ. მძიმედ არის ნაცემი მოლარე ოპერატორი გოგონა. თავდამსხმელები მის გაგუდვას ცდილობდნენ, რომელიც გამვლელებმა გადაარჩინეს. როცა მოლარე ოპარატორი სავალუტო ჯიხურს კეტავდა, მას თავს დაესხა ორი ირანელი მამაკაცი. გოგონა სასტიკად სცემეს. სავარაუდოდ, ცდილობდნენ მის გაგუდვას, რომ შემდეგ გადამცვლელ ჯიხურში თავისუფლად „ემუშავათ“. 

ამ ინფორმაციას "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია ეხმაურება:

ასეთ დროს კიდევ უფრო ვრწმუნდები, რამხელა ეროვნული საქმე გაკეთდა მიწის დაცვის კომიტეტის მიერ, (ჩვენი პარტიის ლიდერები ამ კომიტეტში სხვებთან ერთად იყვნენ წარმოდგენილნი) როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას მივაღწიეთ (სამართლიანობისთვის აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტმა მიიღო ბოლო ჯამში ეს კანონი).  ნამდვილად არ გვენანება  ძალ-ღონე, ნერვიულობა, არც ერთი წუთი, რაც ამ პროცესში პარტია "მემარცხენე ალიანსის" წევრებმა დავხარჯეთ. პრაქტიკულად ქვეყნის გადარჩენის ფუნდამენტი ჩავასხით, თუმცა ამ მიმართულებით  სამუშაო ბევრი დარჩა.