ბექა ლილუაშვილი: ,,სტანდარტ ენდ ფუარსისა“ და „ფიტჩის“ რეიტინგებით, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

ბექა ლილუაშვილი: ,,სტანდარტ ენდ ფუარსისა“ და „ფიტჩის“ რეიტინგებით, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

“სუვერენული საკრედიტო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსის“ ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანისა, როგორც გლობალური, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩა”, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, უცვლელი დარჩა რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა.

„აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა გააუარესა, მათ შორის არის საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ესტონეთი და პორტუგალია. ამ ფონზე, საქართველოსთვის რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად შენარჩუნება ნათლად მიუთითებს, რომ სარეიტინგო კომპანია მნიშვნელოვნად ენდობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. გარდა ამისა, „სტანდარტ ენდ ფუარსისა“ და „ფიტჩის“ რეიტინგებით უკვე მეორე წელია, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნდობა ინვესტიციების მიმართ და ქვეყნის გადახდისუნარიანობა. ჩვენ ერთი საფეხური გვაშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მიღწევამდე და ორი საფეხურის საინვესტიციო რეიტინგის მიღწევამდე, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში სრულად შესაძლებელია“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.