გია გაბრიჭიძე: ბრძოლა დაწყებულია და ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

გია გაბრიჭიძე: ბრძოლა დაწყებულია და ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

გია გაბრიჭიძე (ჟურნალისტი):

ის რომ ე.წ. ოპოზიციის მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანია ერთის შეხედვით არანაირ ლოგიკურ ახსნას რომ არ ექვემდებარება და მთვრალი კლოუნის მიერ შესრულებულ ტრიუკებს ჰგავს, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
მარტო მათი მყიფე "ერთობა", ან მაჟორიტარობის ყოვლად ურეიტინგო და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელი კანდიდატები რად ღირს, მაგრამ თუ მათი "პოლიტიკური სვლების" გაშუქების საინფორმაციო კამპანიას დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ამ კლოუნის მმართველი ძალის მთავარი მიზანს არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლების ცივილური შეცვლა სულაც არ წარმოადგენს.
ის აგრესია, რომელიც ნაცტელევიზიების ნებისმიერი გადაცემიდან მოდის, ის ამაზრზენი სიცრუე, რომელსაც საზოგადოებას თავს ახვევენ, ის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ეჭვს და ნიჰილიზმს თესავს მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობაში დაძაბულობის მუხტის აწევისკენ და არჩევნების გაყალბების საბაბით გარკვეული სახის არეულობის მოწყობისკენ.
ბევრჯერ მითქვამს, რომ უაზრო ბაქი-ბუქის მიუხედავად, ის ხალხი რევოლუციის მომხდენი არ არის. არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ინტელექტი და მერკანტილური მიზნები რევოლუციას ვერ გაქაჩავს.
"მე რომ მესვრით, ის კაცები არ ხართ თქვენ, დურუს რომ ესვრით, ის კაცები ხართ, წუპაკო მამაძაღლებო, თქვენ" - დათა თუთაშხიას ეს სიტყვები ზუსტად შეესაბამება ამ ე.წ. ოპოზიციონერებს.
ზუსტად შეესაბამება, რადგანაც ისინი რევოლუციას რომ მოახდენენ, ის კაცები არ არიან. არეულობას დაიწყებენ ის კაცები არიან.
ამ ყველაფრის თავი და თავი კი არც მიHა და მისი ფანატიკოსი მომხრეები, არც ბოკერია თავისი ბოროტი ნატურით, არც ავადმყოფური აზროვნების გვარამია და არც ფულს დახარბებული "გაერთიანებული ოპოზიციონერები" არ არიან.
ყველაფრის მიზეზი აგრესიული ლიბერალიზმის ის პანდემიაა, რომელიც მსოფლიოს უკვე რამდენიმე ათწლეულია მოედო, პირველ რიგში ნამდვილი ლიბერალიზმი დააზიანა და კონსერვატზმს აშშ-სა და ევროპაში შეიარაღებული ძალადობით, ბელორუსში "შიშველი ფეხების" აქციით, დანარჩენ კონსერვატიულ რეგიონებში, ტრადიციების, რწმენის, განათლებისა და კულტურის ნგრევის პერსპექტივით გავრცელდა.
ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ტიპები მხოლოდ და მხოლოდ ის ვირუსები არიან, რომლებიც ამ უბედურებას ავრცელებენ და თავშივე კლავენ ჯანსაღი ორგანიზმის ყოველგვარ წინააღმდეგობას.
ამ ვირუსს საკმაოდ ბევრი ფარული მატარებელი ჰყავს, რომლებიც მმართველ პარტიას, ადმინისტრაციულ რესურსს, მედიას და სხვა სფეროებს არიან შეფარებულნი და ადამიანებში შეპარული ვამპირების მონების მსგავსად, საჭირო დროს თავიანთ სისხლიან ღოჯებს გამოაჩენენ.
იმის ლოდინი და იმედი, რომ "ხალხმა ყველაფერი იცის და არჩევნებში ეს ზომბები დამარცხდებიან" თავის მოტყუებაა.
ბრძოლა უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.