ლაშა ნაცვლიშვილი: მოდი, გავესუბროთ წინა ხელისუფლების უანგარო მომხრეს

ლაშა ნაცვლიშვილი: მოდი, გავესუბროთ წინა ხელისუფლების უანგარო მომხრეს

ლაშა ნაცვლიშვილი ( „ქართული ოცნების“  კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში):

მოდი, გავესუბროთ წინა ხელისუფლების უანგარო მომხრეს:
- გარეჯი საქართველოა?
- რასაკვირველია, საქართველოა, - მპასუხობს ნაცმომხრე.
- რუკები და მტკიცებულებები რომ გქონოდა, იბრძოლებდი დავითგარეჯა რომ საქართველოს მხარეს დარჩენილიყო?
- რასაკვირველია, ვიბრძოლებდი, - ისევ მპასუხობს ნაცმომხრე.
- აი, მე მოვიპოვე ეს რუკები და ვცდილობ დავიბრუნო, ჩემს და შენს შვილებს, შთამომავლობას დავუბრუნო. თუ გადავარწმუნეთ მეზობელი, მაგარი იქნება?
- ძალიან, - მპასუხობს ნაცმომხრე.
- მაშინ რამ გაგაბოროტა, რატომ მესხმი თავს?
- ისა... რა ქვია... რუსული ნარატივი...