კახა ძაგანია: გაჭირვების ხარჯზე გამდიდრებას დახარბებულო ცხოველნო, გაფრთხილებთ!

კახა ძაგანია: გაჭირვების ხარჯზე გამდიდრებას დახარბებულო ცხოველნო, გაფრთხილებთ!

კახა ძაგანია ("მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი):

გაჭირვების ხარჯზე გამდიდრებას დახარბებულო გაუმაძღარო ცხოველნო, გაფრთხილებთ რომ:

მუხლი 219. მომხმარებლის მოტყუება

1. მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.