გელა ზედელაშვილი: ყოჩაღ შსს, ყოჩაღ გომელაური!

გელა ზედელაშვილი: ყოჩაღ შსს, ყოჩაღ გომელაური!

ვინც რა უნდა თქვას... ვისაც როგორ უნდა, ისე გაზომოს... ვისაც როგორ მოეპრიანება, ისე ილაპარაკოს... მაგრამ ერთი რამ ცხადია, დღეს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა მინისტრი (სამინისტრო) ვახტანგ გომელაური სუფთაზე უგებს რევოლუციის მოყვარულთა საზოგადოებას, რომლის სათავეშიც დგანან პირწავარდნილი ფაშისტები, ანუ ქვასროლია და შეშასროლია „ნაციონალები“, აქამდე მაღაზიების სახურავებზე გვამების შემოდება რომ გამოსდიოდათ და დღეგამოშვებით ორ-სამ გვამს ითხოვდნენ. აღარაფერს ვამბობ ცოცხებსა თუ „კასტილიან“ ცხოველებზე!

და მაინც... როგორ, რა მეთოდებით აჯობა ხელისუფლებამ ქუშაში გამოსულ ხროვას? ვფიქრობ, ინტელექტით, აზროვნებით და პროფესიონალიზმით, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დღევანდელი გამოსვლაც მიანიშნებს. მისი თქმით: „საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ ისროდნენ აქტივისტები შეშას პოლიციის მიმართულებით. ამის გამო, აიკრძალა მომდევნო დღეებში შეშის შეტანა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეშას ისროდნენ წინა დღეებში, რის შედეგადაც დაშავდნენ პოლიციელები. ნახეთ, რომ ჩვეულებრივ ენთოთ შეშაც, ედგათ კასრები – როდესაც კანონიერი მოთხოვნა მიიღეს, გადასულიყვნენ გზიდან, ეს ყველაფერი იარაღად გამოიყენეს, მათ შორის ბეტონის ნანგრევებს გვესროდნენ, აქედან გამომდინარე მოხდა ამ ყველაფრის შეტანის აკრძალვა“.

სხვათა შორის, გიგა ბოკერია ერთ-ერთ პოლიციელს ედავებოდა, რატომ გვართმევთ, შეშა ირრაღი ხომ არ არისო? სამწუხაროდ, „ნაციონალების“ ხელში ვარდიც კი იარაღია და თანაც ბასრი, მომწამლავი, ძალიან საშიში.
როგორც ვახტანგ გომელაური ამბობს: „პირობები გათბობისთვის ჰქონდათ, შეეძლოთ შეეტანათ გენერატორები – ჩაერთოთ გამათბობლები და გამთბარიყვნენ. ეს რომ ნახეს, ამას არ ვუშლიდით – გამათბობლები არ გვინდაო. ჭიდაობა უნდოდათ. ხომ ხედავთ ყველა უნდათ, რომ ვეჭიდაოთ, ვცემოთ – არ ვაკეთებთ ამას. რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, ამას მსოფლიოს ყველა ქალაქში იყენებენ. წყლის ჭავლი საჭირო იყო, აბა რით უნდა დაგვეშალა – ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით? დაგვეკეტა გზები და გვეცემა ადამიანები? რაც მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს, ასე უნდა დაგვეშალა? რაც საჭირო იყო, მშვიდობიანად მოხდა დაშლა. ძალის გადამეტება არ მომხდარა, თუ თვლიან რომ იყო, შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, სახალხო დამცველს, სხვადასხვა უწყებებს“.

„ნაციონალებს“ და მათთან გათანაბრებულ პირებს მეთოდები არ შეუცვლიათ, ისინი 2003 წელში ჩარჩნენ და ძალიანაც რომ უნდოდეთ, იქიდან ვეღარასოდეს ამოვლენ. გაიხსენეთ, როგორ იქცეოდნენ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ და როგორ იქცეოდნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. მათი ხელწერა ყველა დროში ერთნაირია, უბრალოდ, როცა კაბინეტებში გადაინაცვლეს, ტანისამოსი გამოიცვალეს, ჰაყსტუხები დაიკიდეს, თორემ აზროვნება იგივე დარჩათ. რა არის ასეთი სახის ფაშიზმისთვის ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი? რა თქმა უნდა, სიმშვიდე, პროფესიონალიზმი, დემოკრატიული მიდგომა და ნორმალური აზროვნება.

ყოჩაღ, შსს... ყოჩაღ, გომელაური, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, რევოლუციის მოყვარულთა საზოგადოება დამარცხებულია!