ვახტანგ მაისაია: გერმანიის ელჩი არის საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი

ვახტანგ მაისაია: გერმანიის ელჩი არის საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი

პროფესორი ვახტანგ მაისაია შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ გერმანიის ელჩის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიას ეხმაურება. მათი თქმით, ჰუბერტ კნირში ბიძინა ივანიშვილის ჯიბიდან ფინანსდება. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელჩი მას შემდეგ დაადანაშაულეს, როდესაც განაცხადა, 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი საერთოდ არ ფიქსირდება, საუბარიც არ ყოფილაო.

ვახტანგ მაისაია:

„მინდა გამოვეხმაურო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩის, მის აღმატებულესობის, ბატონ კნირშის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ პოლიტიკურ კამპანიას და აღვნიშნო, რომ ბატონი ელჩი არის საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი, ქართული საზოგადოების უმრავლესობის დიდი მეგობარი, პირდაპირი ადამიანი და მაღალი დონის პროფესიონალი. აღვნიშნავ, რომ ვიღაც პოპულისტების და მასხრებისაგან უხამსი გამონათქვამები, მისთვის უნდა იქნას აღქმული როგორც დიდი კომპლიმენტი. როგორც დიდი სენანდრი ამბობდა: "ცუდია, როცა შენ გკიცხავს ჭკვიანი, მაგრამ უფრო უარესია, როდესაც შენ გაქებს სულელი"...ასე რომ, მგონია, პოლიტიკური დიალექტიკა არის ჭეშმარიტი და ურყევი“...