გიენთა საძმო ბერას წინააღმდეგ

გიენთა საძმო ბერას წინააღმდეგ

უკვე წლებია, ნაცებს, მათ განაყრებს, ნაშიერებს, მიმდევრებსა და ფანებს ჭვალი, ანუ  კოლიკა სტანჯავთ. ამ ჭვალს, ანუ კოლიკას აქვს კიდევ ერთი საერთო სახელი - „ბერა“.

დიახ, სწორად მიხვდით, ნაცებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს სტანჯავთ ბერა ივანიშვილი, რომელიც თავის მხრივ გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი.

საკმარისია, საქართველოში მოხდეს რაიმე სახის დანაშაული, ჩხუბი, დავიდარაბა თუ წაკინკლავება, გამოეთრევა ხოლმე ჩაჯვი გვარამია თავის საკანალიზაციო არხზე და დაბეჯითებით აცხადებს, რომ ესა და ეს დამნაშავე, მავანი და მავანი არის ბერას ძმაკაცი, რომელსაც თავის მხრივ ჰყავს საძმო. ჩაჯვისაც ჰყავს საძმო - მაგალითად, ნოდარა მელაძე, მიშა მშვილდაძე, ელო კილაძე და მისთანანი, რომლებიც იგივე საქმიანობით არიან დაკავებულნი.

ჩაჯვის საძმოში (სადოშიც) გაერთიანებულნი არიან გაუნათლებელი, ავანტიურისტი და ჭორიკანა არსებები. მათ შეუძლიათ, შეუფერხებლად იცეკვონ საფლავებზე, არ მოასვენონ ცხედრები, დასახონ ათასნაირი ვითომ ვერსიები, ჩირქი მოსცხონ პატიოსან ადამიანებს, დააბრალონ წარმოუდგენელი დანაშაული. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სინდისი ან ნამუსი, რას ნიშნავს ოჯახი, ოჯახური სიწმინდე, რა არის რწმენა, სიკეთე და ასე შემდეგ. ისინი მუდმივად ფიქრობენ ცუდზე, მოხდება მკვლელობა? ზეიმობენ, როკავენ, პირველივე წამებიდანვე ამტკიცებენ, რომ მკვლელი ბერა ივანიშვილის მეგობარია.

სხვათა შორის, სანამ ამათ, ამ საკუთარ ქაქში მცხოვრებ არსებებს ბერა დაადგებოდათ ჭვლად, ბიძინა ივანიშვილს უტევდნენ, ხან რა მოუგონეს, ხან - რა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გამოიყვანეს კაცი მწყობრიდან. ალბათ გახსოვთ, 2017 წლის ივნისში რომ ააგორეს ჭორი, არიქა, ბიძინას ინსულტი დაემართა, გერმანიაში გადააფრინეს, მძიმე დღეები უდგასო. მაშინ ჩაჯვი გვარამია აცხადებდა, სოლოლაკიდან ვერტმფრენები აფრინდა, ჩვენმა წყარომ საკუთარი თვალით ნახაო. ეს წყარო კი ტყლარწი კილაძე იყო, რომელსაც კაი გვარიანად აქვს რამსები არეული. მაშინაც ზეიმობდნენ, საკუთარ თავებს აჯერებდნენ და საზოგადოების რაღაც ნაწილიც დააჯერეს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლე ასერიგად დამთავრდა. ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, გაუსხათ ტრაწმა და დაუდგათ სუნი თავიანთივე ოჯახებში!

მიხვდნენ რა, ბიძინა ივანიშვილისთვის ოჯახი წმინდათა წმინდააო, ეგრევე აფუტფუტდნენ და შვილებზე დაიწყეს სერიული დარტყმები - ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს თავისივე თანატოლებმა და ერთი ამბავი ატეხეს, არიქა, ამ საქმეში ვინმე „კაწროა“ გარეული, ეგ თურმე ადრე ბერას ძმაკაცი ყოფილაო. ჩაჯვი გვარამია პირდაპირ ეთერში ამტკიცებდა, ეგ არიო, ვიცანიო, მაგ „სასტავს“ ბერა მფარველობსო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ის ტიპი, რომელიც ჩაჯვიმ „ამოიცნო“, სულაც არ გამოდგა ვინმე „კაწრო“, თურმე ვიღაც ხაშურელი ხელოსანი ყოფილა. ეს ამბავი საცოდავი გოგოს (თამარ ბაჩალიაშვილის) თვითმკვლელობისა თუ მკვლელობის შემდეგ მინელდა და რაკი ჩაჯვთა საძმომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ვერ მიაბა სანდრო გირგვლიანის „პონტში“, მიივიწყეს კიდეც. ახლა ისაო, თურმე თამარ ბაჩალიაშვილს ბერას კომპიუტერში შეუღწევია, რაღაც მნიშვნელოვანი ფაილები გადმოუწერია და ამიტომაც მოკლესო. ამის მოფიქრება არ გინდა? მერე მოიგონეს, ამ საქმეში სამი მაღალჩინოსანი ფიგურირებს, იმათ კომპიუტერებშიც შეუღწევიაო, მაგათ აუცილებლად ბერა მფარველობსო.

ბიძინა ივანიშვილი ამაზე ხმას არ იღებს. ან კი რა უნდა თქვას, გამოვიდეს და თავი იმართლოს, ხალხო, ჩემი ოჯახი არაფერ შუაშია, შაქარაშვილი და ბაჩალიაშვილი ჩვენ არ მოგვიკლავსო?!

ბერაც დუმს. ან კი რატომ არ უნდა დუმდეს, გამოვიდეს და თავი იმართლოს, მე არაფერ შუაში გახლავართო?!

თუმცა, ვერ ვიტყვი, ივანიშვილების ოჯახი ამ სიბინძურის გამო არ ნერვიულობს, არ ღელავს-მეთქი. ალბათ ნერვიულობენ, განიცდიან, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეებით, მაგრამ ითმენენ.

ადრეც დავწერე და ვიმეორებ: შვილიშვილი რომ გამაბრაზებს, აღარ მაქვს სურვილი, ნაყინი ვუყიდო ხოლმე. ამას კიდე, ამ ბიძინა ივანიშვილს ლანძღავენ, ათასნაირ სიბინძურეს უგონებენ და ვითომც არაფერი, აკეთებს და აკეთებს კეთილ საქმეებს - იქით დენდროლოგიური პარკიო, აქეთ აბასთუმანიო... აღარაფერს ვამბობ მანამდე გაკეთებულებზე. ხშირად მიფიქრია, მე რომ მის ადგილზე ვიყო, როგორ მოვიქცეოდი? ამაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს, შეიძლება მტრების ჯინაზე მეც ასევე მოვქცეულიყავი, მაგრამ თუ ამდენი უმადური მეყოლებოდა გარშემო... ალბათ ავიდოდი თვითმფრინავს ტრაპზე და იქიდან დავუძახებდი ამ უმადურებს: გასცით, თქვენი დედებიც მოვსტ...ან-მეთქი!!!

ესენი არა, ესენი არ იქცევიან ასე... უყურებენ, როგორ იხრჩობიან საკუთარ ჭაობში ჩაჯვთა მოდგმისანი!

მიუხადავად ყველაფრისა, მიუხედავად ივანიშვილების დიდსულოვნებისა, ყველაფერს მაინც საზღვარი აქვს. დიახ, საზღვარი აქვს და ამ საზღვართან ვდგავართ ჩვენ, მადლიერი ადამიანები.

მოდით, ბარემ ისიც ვთქვათ, რატომ უნდა ვიყოთ ამ ოჯახის მადლიერნი?

იმიტომ, რომ ჩვენ პრეზიდენტად გვეჯდა შიზოიდი, რომელიც იწყებდა ომს და შემდეგ თვითმფრინავის ხმაზე მიწას ხნავდა ცხვირით!

იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გვესხდნენ მანიაკები, რომლებიც ადამიანებს ტრაკში ცოცხებს უკეთებდნენ და „კასტილებით“ აუპატიურებდნენ!

იმიტომ, რომ მთავრობაში გვყავდნენ ავადმყოფები, რომლებიც ყველაფერს კადრულობდნენ - კლავდნენ, ნარკოტიკებს უდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ავანტიურაზე მიდიოდნენ და ასე შემდეგ!

იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდნენ ძალოვნები, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს ქუჩაში ცხრილავდნენ!

იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ 2012-ში შავი ჭირი მოგვაცილა!

ძალიან კი უნდა ჩაჯვთა საძმოს „გირგვლიანი 2“-ის შექმნა და შემდეგ იმის მტკიცება, რომ ეს ხელისუფლება წინაზე უარესია, ანუ ასეთი რაღაცები ყველა დროში ხდება. ესენი გავეშებით ცდილობენ, როგორმე შეკერონ დანაშაული, რომელიც გირგვლიანის მკვლელობას გადაფარავს, მაგრამ არ გამოუდით და არც გამოუვათ, რადგან არც ბიძინა ივანიშვილის ცოლი ლოთობს შარდენზე ყოველ საღამოს და არც მის შვილებს აქვთ ვენები დაჩხვლეტილი ერთჯერადი შპრიცებით.

ჩაჯვთა საძმო გამარგინალდა. ისინი უკვე იმდენ სიბინძურეს თესავენ, მოსახლეობა ვეღარ (აღარ) იჯერებს. თუმცა ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს მოქალაქეთა მცირე ნაწილი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „მოსაყლეობა“. ეს მცირე ნაწილი ვერ აზროვნებს, განსჯის უნარი დაკარგული აქვს და რასაც ჩაჯვები ჩასძახებენ, ეგრევე იჯერებს.

სხვათა შორის, ბოროტების ჩადენასაც, თუ გინდა, რომ დამაჯერებელი იყოს, ნიჭი სჭირდება. ესენი უნიჭოები არიან, მხოლოდ საკუთარ ქაქში მოქმედებენ და არასოდეს ფიქრობენ, ამა თუ იმ ჭორს რა შედეგები მოჰყვება.

აგერ, სანამ ამ წერილს დავამთავრებდი, ახალი ამბავიც გავიგე, თურმე ჩაჯვთა საძმო აპირებს, კიდევ ერთი „სკანდალი“ ასწიოს ამ დღეებში. ალბათ გაიგებდით, ამას წინებზე ხელვაჩაურში ერთ ოჯახს 9 შვილი რომ ჩამოართვეს სოცაგენტებმა. ამაზე არაერთი ჭორი გავრცელდა, ზოგი სოროსს აბრალებდა, ზოგმა - ბავშვები უნდა გაყიდონო, ზოგმა - ორგანოები უნდა ამოაჭრანო. სინამდვილეში მიზეზი ის იყო, რომ მშობლები არიან უვარგისები. თუმცა ჩაჯვთა საძმომ ეს საქმე გამოიძია და დაადგინა, რომ ოჯახს ბავშვები ბერას დავალებით წაართვეს. რაში სჭირდება ბერას ბავშვები? იიიჰ... ვერ მიხვდით? საარჩევნოდ უნდა შეჭამოს.

მოკლედ, ძვირფასო ამხანაგებო, ამათი საქმე ისეა, კატა რომ ვერ შესწვდა ძეხვსაო... ვერ სწვდებიან ივანიშვილების ოჯახს, ვერ ათანაბრებენ ბიძინას ვანო მერაბიშვილთან და სააკაშვილთან, არ გამოსდით და ქე არიან გონებრივად გაპრეწილები.

არჩევნებამდე კიდევ ბევრ სიბინძურეს მოიგონებენ, კიდევ ბევრ ჭორს გაავრცელებენ, მაგრამ როგორც გაზეთის წინა ნომერში დავწერე (ნოდარ დუმბაძე რომ გავიხსენე), ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ფეხებს თვითონ თუ მოიჭამს, თორემ სხვამ როგორ უნდა მოსჭამოს?!

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"