გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ

გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ

ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, რაც თავის მხრივ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და გარკვეული შეღავათებით სარგებლობას გულისხმობს,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, შავშვების დევნილთა დასახლებაში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.

დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ბოლო პერიოდში დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა.

გიორგი ხოჯევანშვილის თქმით, დევნილები სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ, მოეწყო ჩასახლებებში არსებული შიდა გზები და სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდა სკვერები და სპორტული ინფრასტრუქტურა.

"ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, რაც თავის მხრივ გულისხმობს როგორც ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე გარკვეული შეღავათებით სარგებლობას. გამოწვევები არსებობს, რასაც ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მოვაგვარებთ”, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

როგორც დევნილებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას აღნიშნეს, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადისგან გათვისუფლება მათთვის დიდი შეღავათია. მათი თქმით, მოუწესრიგებელი შიდა გზების მოწესრიგებამ, რომელიც უამიდნობის დროს პრობლემას ქმნიდა, აღნიშნული პრობლემა მოაგვარა.

"გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გაჟღერებული საკითხები უყურადღებოდ არ რჩება და მათი გადაჭრა ხდება”, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.