დავით მათიკაშვილი: შოთაძის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი სისტემური დანაშაულის გამოძიება

დავით მათიკაშვილი: შოთაძის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი სისტემური დანაშაულის გამოძიება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

“ჩვენი ოპონენტები – “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები ვერ მალავენ გაღიზიანებას და აგრესიას ირაკლი შოთაძის მიმართ. ეს გასაგებიცაა, რადგან სწორედ ამ პიროვნების სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სისტემური დანაშაულის გამოძიება და გახსნა, რომელიც სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” იყო ჩადენილი. მათი გაღიზიანება ერთგვარი ინდიკატორიცაა, რომ, დიახ, ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებას მხარდაჭერას,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.