ხათუნა ხოფერია: SOS! დაიწყო ახალი ტალღა!

ხათუნა ხოფერია: SOS! დაიწყო ახალი ტალღა!

ხათუნა ხოფერია (ყოფილი პარლამენტარი):

sos! sos! sos!
დაიწყო ახალი ტალღა კორონავირუსის გამოყენების კერძო ინტერესებისათვის!
დაიწყო მრევლის, მოსახლეობის ორად გაყოფის მცდელობა!
ხდება ხიდის ჩანგრევა იმ ადამიანებს შორის, ვინც არ მიდის ტაძარში და ვინც ტაძარში მიდის!
ხელოვნურად ხდება ამ თემის უტრირება და სიტუაციის დაძაბვა!
როდის ყოფილა, რომ მთელი მოსახლეობა, მთელი მრევლი აღდგომის დღესასწაულზე ქუჩაში გასულიყოს და ლიტანიობაში მიეღოს მონაწილეობა? ყოველთვის იყო ხალხი, ვინც სახლში ლოცულობდა, იყო მეორე ნაწილი, რომელიც ტაძრებში ათვდა ღამეს.
ახლა, რა მოხდა ასეთი, რატომ გახდა ეს თემა საჯილდაო ქვა?.. რატომ არიან ამ პროცესში ჩართული პარტიები, რატომ ხდება მესიჯბოქსებით მიმართულებების რეგულირება?...

ყველა ის ადამიანი, რომელიც ილოცებს სახლში, ჩემთვის ილოცებს, მე მისთვის ვილოცებ! ისინი, ისევე, ჩემსავით და ხშირ შემთხვევაში ჩემზე მეტად მორწმუნეები არიან! არანაირი საყვედური მათ მიმართ არ შეიძლება არსებობდეს, ისევე, როგორც არ უნდა იყოს წყენა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ტაძარში ლოცვის შემდეგ სახლებში დაბრუნდებიან და თვითიზოლაციას გააგრძელებენ!

ნუ აყვებით თავსმოხვეულ დაპირისპირებას! უბრალოდ, გავუგოთ ერთმანეთს და დავდგეთ იმათზე მაღლა, ვისაც ეკლესიის გაყოფა, პატრიარქის დასუსტება და ჩვენი დაპირისპირება უნდათ!
მშვიდობა და ჯანმრთელობა ქართველ ხალხს! ნდობა, პატივისცემა, სიყვარული და თანადგომა ( სახლში და ტაძარშიც) განსაცდელის წინაშე მდგომ ჩვენს პატრიარქს და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას!

P.S.
როგორც ამბობენ, მასობრივი ტესტირებები აღდგომის შემდეგ დაიწყება და დაინფიცირებულთა რიცხობრივი ზრდა რელიგიურ დღესასწაულზე ხალხის აქტივობას დაბრალდება! უფრო სწორედ, ეკლესიას და პატრიარქს დაბრალდება! ამიტომ, ჩაატარეთ ან ჩაგეტარებინათ ეს ტესტირებები დროულად.... ისედაც უამრავი დაინფიცირებული დადის მაღაზიებში, ექიმებთან, ერთმანეთთან სტუმრად.... დადის 1 თვეზე მეტია.