მირიან ნიკოლაძე: ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო

მირიან ნიკოლაძე: ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ელისო კილაძესთან ერთად, გვარამიამ არარეალური, შეუსაბამო და აბსურდული თეორიები შეთხზა.

 ნახალოვკელი "კაწრო" და გამომძიებელი "ბაწრო"
-----------------------------------------------------------
რა მექნა მეტი ამსამოსანკაცს, გეხვეწე, გემუდარე ყველა გადაცემაში: „ნუ, იზამ, არ გემის ეგ საქმე, დაანებე თავი, ცოდვა ხარ თქო“, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდოდა ასე დაგემთავრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი ბოლო რომთეთრი ბოტასებიიყო, გული მიგძნობდა, მაგრამ მანამდე, ჩემო გამოძიებისბაწრო“, ერთი მძიმე და ნიშანდობლივი დეტალია.
როცა ოჯახის წევრი ბოლო იმედს შესციცინებს, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს, ის ემხრობა არა ბავშვის მოკვლის, არამედ მისი გადარჩენის ვერსიას. გიორგის აღმოჩენამდე არც ერთ წევრს ოჯახისას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით. ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტროსადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეო ფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთ-ერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს.
ვიდრე კომკავშირის ცეკას მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს.
ვიდრე სისხლის სამართლის მასალებითხა და გიგო“-სავით გეჭირება ხელში, მანამდე სუნთქვას შეაკვრევინებ ექვსი წუთით მთელ ქვეყანას დამაღალი პროფესიონალიზმითდაუმტკიცებ, რომ ექვს წუთშიყველაფერი დამთავრდა“. მერე დაგიწყებს დაზარალებული ხვეწნას -ნუ მირიცხავ მკვლელობის ვერსიას შენი უცოდინრობით და ხელს ნუ მიშლიო.
ვიდრე სისხლის სამართლის საქმეებში განთავსებული გამომძიებლების სტანდარტული ათეულობით პატაკი გეგონებამტკიცებულების განადგურების მცდელობა“, მანამდე პირველკურსელი იურისტების დაცინვის მსხვერპლი იქნები.
ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა), ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მასოთხი დღე მანქანითდაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ.
მართლა მეზარება ახლა კიდევ ბევრი საცოდაობის წერა (დილით ადრე ვარ ასადგომი), მაგრამ გამოძიების სასწავლად ამ ეტაპზე ესეც გეყოფა.
ახლა, რაც შეეხება შენსსაგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელ ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას.
მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილიუტყუარი სამხილი“ -თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ.
კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ, რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისეჩაასწორებთ“, როგორცექვსი წუთისამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლათეთრ ბოტასიანებოთქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ, ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია.
საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან ჰკლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებსსკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს, ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი).
რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს, არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა, რომ დღეიდან ნახალოვკელკაწროზედა გამომძიებელბაწროზეისაუბრებს, ეგ ვიცი.