ხათუნა ხოფერია: დიახ, ეს ლოგიკურად უნდა დამთავრდეს სამოქალაქო ომით!

ხათუნა ხოფერია: დიახ, ეს ლოგიკურად უნდა დამთავრდეს სამოქალაქო ომით!

ხათუნა ხოფერია (ყოფილი პარლამენტარი):

დიდი ამბავია ნაცხროვაში, ხოფერიამ თქვა, სამოქალაქო ომს მიიღებთ, თუ კოალიციურ მთავრობაში ნაცები” მოვლენო.
დიახ, ვთქვი!!!
და გავიმეორებ!!!
თუ "ქართული ოცნება" არ მოეშვება უკანალის თამაშს ნაცებთან” და მათ ანასხლეტებთან (ევროპული საქართველო), თუ კვლავ გარიგებებით და წინასწარი შეთანხმებებით მიიღებს ორ პოლიტპატიმარს, "უბერკეტო ხელისუფლებას" (როგორც პრეზიდენტმა ბრძანა), გავრილოვის მსგავს საფუძველს, რომელსაც სახელმწიფოს დამხობის მცდელობა უნდა მოყვეს, პროპორციული არჩევნების ჩავარდნას, რომელიც გამოსვლებით და ხელების გადაგრეხვით გაგრძელდა, შეთანხმებას კოალიციურ უმრავლესობაზე, რომელსაც კოალიციური მთავრობა და სახელისუფლებო კრიზისი მოყვება...
რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მკვლელების დაბრუნებას ხელისუფლებაში...

რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურად, უნდა დამთავრდეს სამოქალაქო ომით!
ნაცმკვლელები გვემუქრებიან, რომ არჩევნების შემდგომ მოაწყობენ გამოსვლებს და ხელისუფლების დამხობას...
ჰო და, მეც წინასწარ ვპროგნოზირებ, ვითვალისწინებ რა ჩემი ქვეყნის უმრავლესობის განწყობებს, გეუბნებით, ყველა ლოგიკური ჯაჭვი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებამდე!
არ მაქვს უფლება, გამოვთქვა ჩემი აზრი?
არ მაქვს უფლება, გავაფრთხილო საზოგადოება?
მაქვს!
მაქვს!
ოღონდ, ნაკლებად მაინტერესებს, ნაცხროვა რას ფიქრობს ამაზე!
მე დღევანდელ ხელისუფლებას ვაფრთხილებ!
და არანაირი 13 კორუმპირებული კონგრესმენის არავის ეშინია! ყველამ თავისი ქვეყნის არეულ-დარეულს მიხედოს!
ნაცები ვერანაირი გზით ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში!!!
ბასტა!!

შეგახსენებთ: საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს.

დოკუმენტში სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“ – საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.

„სანქციების დაწესება რუსეთის პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედ რუსეთის მარიონეტებზეც უნდა მოხდეს. სანქციები არ შეხებიათ პუტინის იმ გულითად უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, დოკუმენტში ნახსენები არიან უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი და „საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი“

„ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს კრემლის სასარგებლოდ მუშაობაში ხელს შეუშლიდა.

დოკუმენტს ხელს აწერენ კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ანნა ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სთაილი და მაიკლ უოლცი.

ხათუნა ხოფერიას განცხადებით, ეს იმ ამერიკის კონგრესმენები არიან:

მაღაზიებს,  რესტორან-კაფეებს,  მშვიდობიან მოსახლეობას რომ არბევენ!
ცოცხალ პოლიციელებს ცეცხლს რომ უკიდებენ!
სენტ-პოლში, ბოსტონში, რიჩმონდში კოლუმბის ძეგლს თავები რომ გააგდებინეს!
7-
ჯერ ნასამართლებ და ორსულ ქალზე მოძალადეს რომ უჩოქებენ და ოქროს კუბოს, "იმერული ესკიზების" გმირის არ იყოს, თავს რომ ურტყავენ აქვითინებულები!
თეთრ სახლს რომ შტურმით უტევენ და საკუთარ პრეზიდენტს ჩამოგდებას უპირებენ!

ეს იმ ამერიკის კონგრესმენები არიან,  რომელი ამერიკაც ჩემ ქვეყანას, სამშობლოს ბოკერია- სააკაშვილის  დაბრუნებას უპირებს და კაცების გაუპატიურებას, მკვლელობებს, დიქტატორულ რეჟიმს „უპრავებს“!