ვადაგასული ჯორები

ვადაგასული ჯორები

ჰაიმეეეეე!!!

საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ორთვენახევარია დარჩენილი და უკვე ისეთი ამბები ხდება, უკვე ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, ნორმალურ ადამიანს მხოლოდ ბალანი კი არ აგეშლება, დაგბურძგლავს კიდევაცა.

როგორც რადიო თავისუფლებისჟურნალისტი გადმოსცემს გურჯისტანიდან, აქ ხალხი სამსახურიდან სახლში ანევრილებული ბრუნდება... უფრო სწორედ (თვითონვე გაასწორა), ანერვირებული ბრუნდება. როგორც ჩანს, ეს ახალი ტერმინოლოგიაა, ჩვენ (ძველები) რომ ნერვიულობას ვეძახით, ეხლა ამას ანერვირება ჰქვია. მეტსაც გეტყვით (არ მეზარება), ზოგიერთი ტელესტუდიის განცხადებით, როდესაც ადამიანი ნერვიულობს, ეს გახლავთ ანერვირების განხორციელება, ანუ საქმე გვაქვს ანერვირებულ ქმედებასთან.

ჰაიმეეე... ეგე, დამბურძგლა კიდევაც და თან ბალანიც ამეშალა, თქვენ მოგიტ...ანთ ქართული ენის მასწავლებელნი და დიპლომების გამცემნი!!!

გინდათ, მაგარი ანეგდოტი გითხრათ? ნაღდად არ მეზარება... ესე იგი, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვები (მათნაირები) სხედან თავიანთ ოფისში. ბოკერია იძახის, მოდით, ამ არჩევნებზე ისეთი რამე გავაკეთოთ, მთელი საქართველო დავაყ...ევოთო. ბაქრაძე იცინის, ეგეთი არაფერი მახსენდებაო. ხათუნა გოგორიშვილის კანდიდატურა დავაყენოთ ოზურგეთ-ლანჩხუთ-ჩოხატაურში, ხალხი დაიხოცება სიცილითო. აუუუ, მაგარი იდეაა, თუ ეგრეა, მაშინ ქვეყანა ბოლომდე დავაყ...ევოთ, ზურაბ ჭიაბერაშვილი გავუშვათ თელავ-ახმეტა-ყვარელ-ლაგოდეხშიო, ახითხითდა უგულავა. მაგი დედაც ვატირეთ, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს, მოდით, სიტუაცია ავრიოთ, ირმა ნადირშვილი რუსთავში გავუშვათ, ოთო კახიძე ქუთაისში, სერგო რატიანი კიდე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულშიო, ვეღარ გააჩერეს ბაქრაძე. გიგი წერეთელი წამოდგა, გინდათ, მაგრად გაცინოთო? ჰო, გვინდაო, უთხრა აკაკი ბობოხიძემ. ჰოდა, თუ გინდათ, მე წავალ ზესტაფონ-ბაღდათ-თერჯოლა-ტყიბულში, ხოლო ბობოხიძე წავიდეს სამტრედია-წყალტუბო-ვან-ხონშიო. უგულავამ თქვა, ეგ რა არი, მე წავალ ზუგდიდში, ძაან მაგარი სეირი იქნებაო, ბოკერია გავუშვათ ფოთ-ხობ-სენაკში, აყირავდება მთელი საქართველოო.

ჰა, ჰა, ჰა!!!

თქვენი დედები ვატირე, აღარ შემიძლია, მოვკვდი სიცილით, ბალანი ისევ ყალყზე მიდგას... აი, ხათ(ქ)უნა გოგორიშვილზე მაგრად ვიხალისე. ეგ რო გამოგოგმანდება თავისი ბეგრაუნდით ოზურგეთ-ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაგისტრალზე, მაგისი ხილვა ეღირება ერთ რამედ. არა, სხვა ბებერი ჯორებიც საინტერესონი იქნებიან, მაგრამ ეს უფრო მაგარი ეგზემპლარია.

ვაჰმეეე!!!

ესენი... აი, ესენი თავიანთ პარტიას „ევროპულ საქართველოს“ ეძახიან.

ხალხო!!!

თუ გინდათ, მომკალით, ჩამქოლეთ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მომაყენეთ, სამშობლოდანაც გამაძევეთ, ხათ(ქ)უნა გოგორიშვილსა და კაკოიე ბობოხიძეს პროევროპიელებად ვერ აღვიქვამ. განა სხვებს კი აღვიქვამ? არა, მაგრამ ესენი ნამეტანი გოიმბაშოები არიან.

კიდევ ერთი სასაცილო ამბავი უნდა შეგატყობინოთ. დარწმუნებული ვარ, ეგრევე აგეშლებათ ბალანი და ვისაც ბალანი არ გაქვთ, აუცილებლად დაგბურძგლავთ. მას შემდეგ, რაც კრამიტდაცურებულმა გიგა ბოკერიამ ფოთ-ხობ-სენაკში კენჭისყრა გადაწყვიტა, მისი კნეინა (თამარა ჩერგოლეიშვილი) ეგრევე მოაჯდა ცოცხსა და გააჭენა. არა, კაცო, რა ცხენსა, ცოცხსა-მეთქი, ცოცხსა!!! 

ნახეთ, რას წერს შემოჯდომის შემდეგ:

დიახ, გველეშაპს, რომელიც 2020 წლის არჩევნებში უნდა დავამარცხოთ, ორი თავი აქვს: ბიძინა და მიშა. სამ თვეში არჩევნებია. ეყოლება თუ არა ამ არჩევნებს თავისი წმინდა გიორგი და დააყრევინებს თუ არა თავებს გველეშაპს, ზუსტად არ ვიცით. რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ ორივე მონსტრს, ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც, მათი სურვილის წინააღმდეგ, დიდწილად იმ სისტემაში უწევთ თამაში, რომლის წესებიც ქართულმა საზოგადოებამ, ოპოზიციის გონიერმა ნაწილმა, და დასავლეთმა განუსაზღვრა“.

გველეშაპს ორი თავი აქვს - ბიძინა და მიშა. გიგა ბოკერია ანუ გიორგი - წმინდაა, ის აუცილებლად დააყრევინებს ამ გველეშაპს თავებს. თუმცა ზუსტად არ ვიცით, ის შეძლებს თუ არა ამას. ყოველ შემთხვევაში, უნდა სცადოს, რადგან მამული განსაცდელშია.

მმმუუუაააჰაჰაჰა!!!

გედვირიე, ხალხო, ბალანი ყალყზე დამიდგა!

როგორცა ჰხედამთ, ამათ, ამ კრეტინებს ჩვეულებრივ ადამიანებად ყოფნა არ შეუძლიათ, ან წმინდა გიორგები უნდა იყვნენ, ან დავით აღმაშენებლები, ან კიდევ ნესტან-დარეჯნები. არადა, ვიცით, სინამდვილეში ვინც არიან - სირთაოზნი, ყვერთაოზნი, აფრაკნი, ეშმაკნი, შაშანი და კოლანი!

ეს ცოცხზე გადამჯდარი დედაკაცი არ ჩერდება, სწერამს და სწერამს ათას სისულელეს:

„რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ მივხვდეთ - გადამწყვეტ ბრძოლას იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვერები და ენერგია აქვს და ხალხს არწმუნებს, რომ მას ხალხისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა და შედეგის დადება შეუძლია“.

ჰმ... ყვერებიო, ბრძოლას იგებს არა ფუმფულა ადამიანი, არამედ ის, ვისაც მაგარი ყვერები აქვსო. ჰოდა, ეხლა გამაგრდით, ჩემ გიგას ძაან ყვერები აქვსო. თუმცა მერჩივნა, ფუმფულა ყვერები ჰქონოდა და არჩევნები ისე მოეგოო.

ჰა, ჰა, ჰა, არ დაიჯერებთ, მაგრამ მაინც დაგბურძგლავთ!!!

„ყველაფერჩიკი“ გია ხუხაშვილი, რომელიც ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის მუხლებთან იყო წამოკოტრიალებული, ასეთ რაღაცას იძახის:

გარკვეულ პატივისცემას იწვევს გიგა ბოკერიას გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში".

იცით, „ხუხას“ დავთრებისა და ლავუაზიეს კანონის თანახმად ეს რას ნიშნავს? მართალიაო, გიგა ბოკერიას არარეიტინგული ყვერები აქვს, მაგრამ მაინც პატივისცემას იმსახურებსო. აბა, როგორ გინდათო? როცა კაცი ეგეთი არასიმპატიური ყვერებით მაჟორიტარულ ბრძოლაში შედის, ჩვენ ვალდებულნი ვართ, მას პატივი მივაგოთო.

ვაჰმეეე!

ტვინგადაბრუნებული ადამიანი მინახავს, რამდენიც გინდათ, მაგრამ ეგეთი და ამნაირი? არასოდეს, ფაქტობრივად პირველად ვხედავ. თანაც არა მხოლოდ ერთს („ხუხას“), არამედ მრავალს, ბევრს, უამრავს!

ესე იგი... გიგი წერეთელი გამოდის ტრიბუნაზე, გვერდით უდგანან ხათ(ქ)უნა გოგორიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ოთო კახიძე და სხვა „მწნილები“... ჰოდა, ეს წერეთელი იძახის:

„ეხლა, ამ წუთას, როცა მე ვარ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად, ჩემი ამოცანაა, რომ ეს იგრძნონ ზესტაფონში, თერჯოლაში, იგრძნონ ტყიბულში, იგრძნონ ბაღდათში, იგრძნოს ყველა ოჯახმა“!

რასაკვირველია, ეგრევე გადავრეკე ზესტაფონში, ხალხო, გიგი წერეთელი მაჟორიტარობის კანდიდატი როა, რამე იგრძენით-მეთქი? მიპასუხეს, მაიცა, რააო და... გამითიშეს. თერჯოლიდან მითხრეს, რას გვეღადავებიო? ტყიბულიდან მიმტკიცებენ, ვიგრძენითო, დილით შახტაში რო ჩავედით, ზემოდან წუნწკლები მოდიოდაო. რაც შეეხება ბაღდათს, ამ დრომდე ვერ ვუკავშირდები, ხვალ-ზეგ სადგურ „ოკრიბაში“ გავალ, ვინმე ჩამოა და ვკითხავ, იგრძნეს თუ არა... თუ იგრძნეს, საინტერესოა, დაჰბურძგლა ვინმეს თუ არა. 

ერთი კიდე რა გამახსენდა... გიგი წერეთელს, რომელსაც წესით, პარლამენტში ჯდომით ტრაკზე ძირმაგარა უნდა ჰქონდეს (ყოველ შემთხვევაში, ბუასილი მაინც), გვერდში ედგა ისა... აი, ისა, ირაკლი ალასანიას პარტიაში რო იყო, ბიძინას ხათრით დეპუტატიც რო გახდა... ნინო გოგუაძე. ჰოდა, დასჩხავლა ამ გოგუაძემ ტრიბუნიდან ყვავივით მთელ საქართველოს, თუ ადამიანი ერთადერთია, ის ერთია და ამ ერთადერთობით მიბმულია დასავლურ დემოკრატიაზეო. დიახაც, სწორედ ამიტომაც უნდა ავირჩიოთ "ევროპული საქართველოო".

ჰაიმეეე!!!

აქაც ამეშალა ბალანი, სუ ყალყზე დამიდგა!

ისე, რაღა დაგიმალოთ და... მე მგონი, ძაან ჭკვიანობა თქვა ამ ყვავმა... უკაცრავად, ამ ქალმა... ესე იგიო, თუ ადამიანი ერთადერთია, ის ერთია და ამ ერთადერთობით მიბმულია დემოკრატიაზე. თუ ჰეგელი, კანტი, მარქსი და ჩერგო არ გაქვთ წაკითხული, ამას ვერ გაიგებთ, მაგრამ როცა გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმება. გასაგებად აგიხსენით, ხო?

ფილოსოფოსებზე გამახსენდა... ამ დღეებში „ბრძნული“ გამონათქვამებით ჩვენმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც გამოიჩინა თავი. ამ ქალზე დიდი წარმოდგენა არასდროს მქონია, მაგრამ ეგეთი შტერი თუ იყო, არ ვიცოდი. სწორედ ამაზეა ნათქვამი, სადაც არა მჭამს, იქა მფხანსო:

ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე“.

მმმუუუაჰაჰაჰა!!!

დამბურძგლა პირდაპირ!

თურმე პანდემია უარყოფით გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე, მომატებულია ძალადობის რისკები გენდერული ნიშნით და რაც მთავარია, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, სუფთა წყალსა და საკვებზე.

კაი, ამდენ სისულელეს სულელი თუ დაწერს და იტყვის, მაგრამ ეს „მისაწვდომობა“ რაღა უბედურებაა? თქვენ მოგიტ...ანთ ქართული ენის მასწავლებელნი და დიპლომების გამცემნი!!!

ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, თავს მოიკლავდა. ახლა კი, ალბათ, საფლავში ტრიალებს!

და ბოლოს!!!

არ დაიჯერებთ... თუმცა რატომ არ უნდა დაიჯეროთ? მეთუთუნე ავთო (ჭუტა) წერეთლის ე.წ. ტელევიზია (ტვ „პირველი“) მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობას სთავაზობს. ჭუტას წამყვანი ეუბნება სააკაშვილს, პრემიერობა რომ შემოგთავაზონ, რას იტყვითო? იმან თავი შორს დაიჭირა, ხალხო, რა დროს თანამდებობებია, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევაო? ვითომ არ ესიამოვნა მიხოსა, ვითომ არ მოედო გულზე ტყემლის საწებელასავითა.

თუმცა!!!

ჭუტას ე.წ. ჟურნალისტს იოტისოდენი განათლება მაინც რომ ჰქონდეს, სააკაშვილს ასეთ შეკითხვას არ დაუსვამდა და არც პრემიერობას შესთავაზებდა, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 თავის თანახმად: „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა“.

ეს კიდე, ეს საცოდავი, მხოლოდ უკრაინის, ანუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა და ამიტომაც ვერც კი იოცნებებს.

თუმცა!!!

თქვენ მეტყვით, მოვა ხელისუფლებაში ხათ(ქ)უნა გოგორიშვილი ნიკოლოზ მაჭუტაძესთან ერთად და  კონსტიტუციასაც შეცვლის, რა პრობლემააო?

ვაჰმეეე!!!

იქამდე მაგათ არ აუდგეთ ძირმაგარებიანი გვერდები!

აი, დამბურძგლა ისევ!

მადლობა ყურადღებისთვის.

გელა ზედელაშვილი

„საერთო გაზეთი“