იოსებ ჭუმბურიძე: ვაი, უბედურო საქართველოვ!

იოსებ ჭუმბურიძე: ვაი, უბედურო საქართველოვ!

იოსებ ჭუმბურიძე (ჟურნალისტი):

უგულავა უკვე მერაბ კოსტავას პერიფრაზებით გველაპარაკება?!
ჩიქოვანი ხელის ბიჭიაო?!
საინტერესოა, თვითონ რისი ბიჭია?
***
და გამახსენდა, როგორ მოითხოვდა ხოლმე სააკაშვილი მის თავს:
„ის ერთუჯრედიანი მომითრიეთ აქ!"
მართლა საინტერესოა, ამას რისი ბიჭობა ჰქვია?!
***
რაც ე. წ. „ტვ პირველიდან" წასულ და ვერწასულ დიანა ტრაპიძეს - გამეხარდა, ფილმი მაინც ჰქონია ნანახი.
საფიქრებელია, რომ ჭილაძეც წაიკითხა.
***
უგულავა ბურჯანაძემ შეცვალა.
თურმე, ამასაც ესიზმრება პრემიერ- მინისტრობა.
როგორია:
დედა - შვილი პარლამენტში!
შემდეგ - დედა პრემიერი!
სამომავლოდაც აუწყვიათ ისედაც აწყობილი ცხოვრება!
პარლამენტარობა ან რომელიმე თანამდებობა კი არა, საქმის კეთება მინდაო (?!)
მახსენდება ორი „საქმე", პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში რომ გააკეთა:
1. საკუთარ მამას ვალი(თურქული კრედიტები) ჩამოაწერა;
2. ოჯახის ახლობელი მთ. პროკურორი ციხიდან დაიხსნა.
და რა გასაკვირია, რომ საქმის კეთება ენატრებოდეს?!
***
ვაი, უბედურო საქართველოვ!