ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების მიერ განხორციელებული წარმატებული საქმიანობა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურმა დირექტორმა, მარია გამეს გამესმა ​ ხელი მოაწერეს ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეების ერთობლივ ძალისხმევას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.