ვახტანგ გომელაური: პოლიცია დღეს ბევრად თავისუფალი და დამოუკიდებელია

ვახტანგ გომელაური: პოლიცია დღეს ბევრად თავისუფალი და დამოუკიდებელია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანიაიმედისგადაცემა „SWOT ანალიზშისტუმრობისას სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და რეფორმირებულ პოლიციაზე ისაუბრა.

 „ძალიან ბევრი პროფესიონალია. არიან როგორც საპატრულო პოლიციაში, კრიმინალურ პოლიციაში, ასევესხვა დანაყოფებშიც. უამრავი დანაყოფია, დიდი სამინისტროა. პროფესიონალები ზრდიან ახალ თაობას. აჭარის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. საპატრულოს თანამშრომელი დაიჭრა ყელის მიდამოში, დამნაშავემ 2-ჯერ დაარტყა დანა. უბრალოდ, ადამიანი იდგა გზაზე, რომელმაც ხელი დაუქნია პატრულს, გააჩერა და ამათაც გააჩერეს, რა თქმა უნდა. ადამიანმა გააჩერა, .. რაღაც შველა სჭირდებოდა. როდესაც პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან გადმოდიოდა, მან მოულოდნელად 2-ჯერ დაარტყა დანა და გაიქცა. რაც მეწყვილემ გააკეთა, მართლა შოკში ვიყავი. წამებში დააკავა ადამიანი. შეიძლება, ზოგი გათიშულიყო, ვერც მიმხვდარიყო, რა მოხდა. რა თქმა უნდა, არიან პროფესიონალები“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყებაში სისტემური დანაშაული აღარ ხდება და პოლიცია დეპოლიტიზებულია.

სისტემური დანაშაული, „ჩადებებიაღარ ხდება, ხდება ის, რომ მუშაობენ. თვითონაც, რომ უთხრა, წადი ეხლა ეს გააკეთეაღარ გააკეთებენიციან ამათ, რომ უკანონობის გამო პასუხისგებაში მიეცემიან. ახსოვს ყველას ძალიან კარგად, რაც მოხდა, როგორც მოხდა. დღეს თუ არა, ხვალ მოგთხოვენ პასუხს. უკანონო დავალებას არა, თუმცა, თუ გასაკეთებელია - ეს იქნება დაკავება თუ რაიმე სხვა სახის ღონისძიება მართლა სიცოცხლეს სწირავენ ყოველ დღე.

დღეს ბევრად თავისუფალიადამოუკიდებელია პოლიცია. მე რამდენიმე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რაც ჩვენ გავაკეთეთ. არჩევნების თემა რომ ავიღოთ, რომელიც მაშინ ტარდებოდა მაშინდელი .სოდ-ის, კუდ-ის შენობებში. ტარდებოდა, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, სადაც 1500-მდე ადამიანი მსახურობს. იდგნენ იქ ხელმძღვანელები და უყურებდნენ, ვინ როგორ შემოხაზავდა. ეს თემა გავიტანეთ საერთოდ გარეთ, საერთოდ გავაუქმეთ  ჩვენმა მთავრობამ. რაც მოვედითაღარ არსებობს ასეთი რაღაც, რომ სამხედრო ან სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფში ჩატარდეს არჩევნები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.