ვახტანგ მაისაია: მიხეილ სააკაშვილი ჰგავს ჰიტლერს ბუნკერში!

ვახტანგ მაისაია: მიხეილ სააკაშვილი ჰგავს ჰიტლერს ბუნკერში!

აზერბაიჯანული გამოცემა „ზერკალო“ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას სათაურით: „სააკაშვილი ორწლიან ვადას ეთანხმება“. „საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ის მზადაა გახდეს პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ორი წლით“.

როგორც გამოცემა წერს, ალბათ ეს არის პიარ-ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ ყურადღების მისაპყრობად, მისი პოტენციური ამომრჩევლების მობილიზაციისთვის. „ზერკალოს“ ამ თემაზე თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს პოლიტოლოგებმა. როგორც პოლიტიკურ და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ამბობს, სააკაშვილის ეს გამოსვლა მხოლოდ იაფი პროპაგანდაა, იაფი პიარი:

„ფაქტობრივად, ის პოლიტიკურ გვამად იქცა და არ იცის, რა უნდა ქნას. უკრაინაში მან დაიკლო წონაში. ეს არის ადამიანის აგონია, რომელმაც დაკარგა პოლიტიკური ფასი. მას არაფერი უთქვამს კონკრეტული. მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ და რით აპირებს ჩამოსვლას საქართველოში და აპირებს თუ არა ის საერთოდ.

ახლა ის ჰგავს ჰიტლერს ბუნკერში, 1945 წლის აპრილის ბოლოს. აღარ იცის რას ამბობს. არ მგონია, სერიოზულად მივიღოთ მისი სიტყვები. სააკაშვილი ცდილობს, მიბაძოს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პირობა დადო, პრემიერ-მინისტრის არჩევის შემთხვევაში, ამ პოსტზე მხოლოდ 2 წლის განმავლობაში იმსახურებს. გარდა ამისა, სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოხსნილი არ აქვს. ის კვლავ იძებნება მის მიმართ სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით. ანუ ქვეყანაში შემოსვლა მისთვის უბრალოდ საშიშია.

გარდა ამისა, ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე, მან ნებაყოფლობით უარი თქვა მოქალაქეობაზე. არამოქალაქეს არ შეუძლია დაიკავოს მაღალი სამთავრობო თანამდებობები, ასეა ჩვენი კანონების შესაბამისად.

„ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, მოაგროვოს ხმათა მაქსიმუმ 12% მომავალი არჩევნებისთვის, ხოლო მისი ყოფილი თანამოაზრეები კატეგორიულად არ უჭერენ მხარს. ოპოზიციაში არ აქვს სერიოზული დასაყრდენი.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ის არის დიქტატორი, რომელმაც დემონსტრაციები ჩაახშო სისხლში 2007 წლის 7 ნოემბერს, 2011 წლის 26 მაისს. მის დროს 140 ადამიანი დაიღუპა და 300 ათასმა გაიარა მისი "საკონცენტრაციო ბანაკები". 200 პოლიტპატიმარი მის ციხეებში იმყოფებოდა. ბევრი აწამეს, ბევრი მოკლეს. როგორც მოკლეს, მაგალითად, აგვისტოს ომის გმირი, საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე“.

 ZERKALO.AZ