ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

აბა, მოქუჩდით აქეთ, უნდა გაცინოთ!

რამდენიმე დღის წინათ „გალელოებული“ ფიქრია ჩიხრაძე გამოვიდა სპეციალურად გამზადებულ ტრიბუნაზე და განაცხადა, ხალხი ახალ სახეებს ითხოვსო. ცოტა ადრე იგივე თქვა ნინო ბურჯანაძემაც, ქართველმა ხალხმა ხმა ჩვენ უნდა მოგვცესო, ხელისუფლებაში მომავალი თაობა უნდა მოვიდესო. მანამდე ექს-კომკავშირელი მამუკა ხაზარაძემ თქვა (უსირცხვილოდ), ბიძინა ივანიშვილი წარსულია, მე კი მომავალი გახლავართო. ხაზარაძემ არ იცის, რომ ნამუსი კარგი საქონელია. არც ადრე იცოდა, როცა ხალხს პროცენტებით ტყავს აძრობდა და ბინებიდან ასახლებდა. ამათთვის ნამუსი უცხო ხილია, მწკლარტე ხურმაა.

ქვეყანა შემოვიარეთ, უამრავ ადამიანს შევხვდით და ქართული საზოგადოება ახალ სახეებს ითხოვს პოლიტიკაშიო ამბობს არა მხოლოდ  ფიქრია ჩიხრაძე, შალვა ნათელაშვილიც, რომან გოცირიძეც, დავით ბაქრაძეც, აკაკი ბობოხიძეც, ხათუნა გოგორიშვილიც, სერგო რატიანიც, ზვიად ძიძიგურიც, ზურაბ ჭიაბერაშვილიც, გიგი უგულავაც, ნინო ბურჯანაძეც, გიორგი ბარამიძეც, გრიგოლ ვაშაძეც, გიორგი (ჯუნიორ) ვაშაძეც და სხვებიც.

საზოგადოება ითხოვს და აჰა, ჩვენც მოვედითო, ახალგაზრდული შემართებით, ენერგიით, იდეებით და აღტყინებითო. ჩამოშლილი ქვეყანა უნდა ავაშენოთო, ბიძინა ივანიშვილი უნდა მოვიშოროთო. შალიკო ნათელაშვილი იძახის, არჩევნების მერე მისი კვალი საერთოდ უნდა წავშალოთო. როგორ უნდა წაშალოს? გამოდის, ამდენი პარკები, სკოლები, ეკლესია-მონასტრები, გზები, თეატრები, სტადიონები უნდა დაანგრიოს? კი, მაგრამ ვინ დაანგრევინებს? ამ პიტალოს ჰგონია, საქმე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან აქვს - როგორც ჩანს, ზედელაშვილებს, ხარჩილავებს, კალანდაძეებსა და სხვებს არაფრად გვთვლის. არადა, ჩვენ იმისთვის ვარსებობთ, რომ ამათთანა იდიოტებს ქვეყანა არ დავანგრევინოთ!

იცით, ყველაზე ხოხმაობა რა არის? ზოგიერთი ისეთი აპირებს ბიძინა ივანიშვილის კვალის წაშლას, მის ოჯახს თითქმის 20 წელიწადი რომ ინახავდა, ყოველთვიურად 3 ათას ლარს რომ ურიცხავდა. ჩემი აზრით, თუ ასეთებს კვალის წაშლა უნდათ, მაშინ საკუთარი ოჯახებიდან დაიწყონ - რაც მიღებული აქვთ, „დოკაპეიკა“ უკან დააბრუნონ. ეგრეა წესი, აბა როგორ? ბიძინამ ფული მოგცა, შენ პიანინო იყიდე და დაკვრა ისწავლე? ახლა ნება იბოძე, ეგ პიანინო ფანჯრიდან გადმოაგდე (ბიძინას არ სჭირდება), მერე კი დაკვრაც დაივიწყე. თუ წაშლაა, წაშლა იყოს. თუმცა, ჩემო ძვირფასებო, რომელია რამის დამბრუნებელი და უკან მიმტანი? ან კი ვის სჭირდება მაგათი დაბრუნებული და უკან მიტანილი? უბრალოდ, უნამუსობასთან გვაქვს საქმე, თორემ რაის წამშლელები არიან, ეს უტრაკო ყარაჩოხლები?!

გუბაზ სანიკიძემ ისევ აუშვა აფრები - მეო, დიდი გემი გახლავართო, ნავების დრო წავიდაო, შეიძლება უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ დიდ გემზე მიხილოთო. მეტიცო, იდიოტების დრო მიდის, ძლიერების, ანუ ახალი თაობის ეპოქა ბრუნდება და მეც აგერ გახლავართო მე ყოველთვის პრინციპული ვიყავიო... საქართველო არის მოსკოვის გარეუბანიო... თუ სააკაშვილი არ დაბრუნდა, ქართველი ერი გადაშენდება და განადგურდებაო... ბიძინა ივანიშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის შედარება არ შეიძლება, მათ შორის სხვაობა ისეთივეა, როგორც ცა და დედამიწაო.

ჟურნალისტი ჩაეძია, ადრე სააკაშვილს რომ ლანძღავდი, ეგ როგორ იყო, ნეტა მაშინ იყავი გულწრფელი თუ ეხლა ხარ გულწრფელიო?

იცით, რაო? მე ორი პრინციპი მაქვს, ერთი საშინაო, მეორე - საგარეოო, შინაურობაში სხვანაირად ვლაპარაკობ, გარეულობაში კიდე სხვანაირადო.

ამაზე მაგრად ვიცინე, ვიხარხარე... საშინაო და საგარეო პრინციპები მაქვსო, ხალხო!

ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი, გუბაზის ერთი-ორი კრამიტი მაინც ექნება მთელი-მეთქი, თურმე ყველა დაცურებული და დალეწილი ჰქონია.

როგორც ჩანს, „ნაციონალების“ დედოფალმა თინა ბოკუჩავამ შეიტყო, გუბაზი და მიხა კრეისერით მოდიანო და ეგრევე დაასკვნა, ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ აგონიური შიში აქვსო. თუმცა ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ: ბიძინას 2011-2012 წლებში არ შეშინებია იმ ბოროტებისა, რომელსაც სახელად კოლექტიური სააკაშვილი ერქვა, ეხლა რატომ უნდა ეშინოდეს? არავითარი დიდი გემი და კრეისერი „ავრორა“ არ არსებობს, ეს მხოლოდ გუბაზის გოდორივით თავში მოხარშული ფანტაზიაა.

დავით ბაქრაძე გახსოვთ? ტიპს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს და ყველაზე მაღალს უწერენ. ეგეც იძახის, მომავალი თაობა ვარ ხათ(ქ)უნა გოგორიშვილთან ერთადო... მეტიცო, თქვენი კომპასი უნდა ვიყოო.

კინაღამ მოვკვდი სიცილით, ვხარხარებ, დავით ბაქრაძე (ეს ხაზის რადიო), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში მოგვიწოდებდა, რუსებს დანებით, ჩანგლებით, ფიწლებით და თოხებით ებრძოლეთო, ეხლა გვეუბნება, თქვენი კომპასი, ჭოგრიტი და ყურებიანი ქუდი ვიქნებიო. არჩევნების წინა დღეს იტყვის, ჩიბუხის მაგივრობასაც გაგიწევთო, აგერ თქვენ და აგერ მე. ამათ ნამუსი საერთოდ „ჩკა“, ოღონდ ძალაუფლება მოიგდონ ხელში, ტუალეტის ქაღალდის მაგივრობასაც დიდი სიამოვნებით გასწევენ!

ჩვენში არიან ე.წ. ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებიც სადღაც გადაიკარგებიან ხოლმე (ძირითადად უკრაინაში) და ყოველი არჩევნების წინ ჩამოდიან. თან ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს შარშან არ გამოქანდნენ „რაზგონით“ და შემდეგ დამარცხებულები უკან არ გაბრუნდნენ ღიპიანი ყმაწვილებივით. ასეთი სპორტის მიმდევარი გახლავთ ლევან ვარშალომიძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. წავა ტიპი უკრაინაში, დანიშნავენ ვითომ რაღაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, იჯახირებს, იბოდიალებს, ჩამოვა ისევ ბათუმში და დახვდება მურმან დუმბაძე. აგერ, ეხლაც ეგრე მოხდა, დაბრუნდა ვარშალომიძე, რიგით მეოთხე თუ მეხუთე აღმაშენებელი და განაცხადა მე მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, აქ ჩამოვედი დიდი ბრძოლისთვისო!

დახვდა მურმანი (ძირმაგარ იღლიაური) აღტყინებით: ისაო, ლევან ვარშალომიძე არ არის მარტო სახელი და გვარი, ეს არის შინაარსი, მას კონკურენტი არ ჰყავსო, ნებისმიერს მოუგებს და ბიძინა ივანიშვილსაც ბეჭებზე გააკრავსო. ამას ხომ საერთოდ დამტვრეული ჰქონდა ყველა კრამიტი, ახლა კომპასი და ჭოგრიტიც დაკარგა, დარჩა მხოლოდ პაპას ნაჩუქარი ყურებიანი ქუდი.

ერთი საუდუმლო უნდა გაგანდოთ: საერთოდ, ჩემთვის გავარვარებულ „ნაციონალზე“ უფრო მიუღებელია „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ-გამოგდებული. „ნაცებისა“ მესმის, სექტის წევრები არიან და თავიანთი „ტაში, კუკური“ აქვთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც 2012 წლიდან ან 2016 წლიდან პარლამენტში იჯდა, ბიძინა ივანიშვილის მუხლების დაკოცნვას ლამობდა და ეხლა იგივე ბიძინა ივანიშვილს აგინებს, ამაზრზენი სანახავია. თითქმის ყველა, ერთი-ორის გამოკლებით, არარაობა იყო, საპარლამენტო მანდატზე ვერც კი იოცნებებდნენ, მოჰკიდა ხელი კაცმა, დასვა, რაღაცად (კაცებად და ადამიანებად ვერა) აქცია და გამოაჩინეს რა ტელევიზორში, აღმაშენებლებად წარმოიდგინეს ქეციანი თავები. ასეთები უფრო სასაცილოები არიან, ვიდრე ძირგამომპალი „ნაცები“ თუ მათთან გათანაბრებული პირები. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ვინმე ლევან კობერიძე, რომელიც იქამდე მივიდა, ასეთი რამე იკადრა:  

ოცნებამიმდენად მოკავშირედ გაიხადა კორონავირუსი, რომ ვირუსმაც სიყვარულით უპასუხა დაქართული ოცნებისოფისიდან დაიწყო პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება“.

მაგარი უნამუსო ყოფილა ეს ადამიანი... შეათრიეს, დასვეს, ასვეს, აჭამეს, გაასუქეს, მიიხედ-მოიხედა, იფიქრა, ეს ყველაფერი დავიმსახურე, მეტიც შეიძლებოდაო. წავიდა, ტელევიზორში იმატრაკვეცა, იკუნტრუშა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ამოჰკრეს პანჩური და აჰა, ახლა ყოფილ თანამებრძოლებს ჭორიკანა ქალივით წყევლის. ასეთ სისულელეს „ნაცებიც“ კი არ იკადრებენ... თუ იკადრებენ, მათგან საწყენი არც არი. შენა, ბიჭო, შენ? საიდან მოხვედი, ვინ ხარ, ვის დაჰკარგვიხარ?!

კაი, შევეშვათ უჯიშოთა ამ წყებას, გადავიდეთ მეორე წყებაზე, ანუ შედარებით სხვანაირ ჯიშზე. დავით აქუბარდია როა, ყოველ საღამოს რომ კვნესის ტელევიზორში და ყოველ შაბათ-კვირას ნავთლუღის ბაზარში რომ დადის, ამერიკის ელჩს - კელი დეგნანს მიმართავს, ოღონდ მისი სახელი და გვარი არ იცის:

„მე დაჟინებით ვთხოვ ტელი დაგნარს, ამერიკის ელჩს... ეგება, ქალბატონო ტელი, უშველოთ ქართულ მედიას“.

ბიჭოოო... შენ, ტელევიზორში გადაცემის წამყვანი გვარ-სახელებს ვერ იმახსოვრებდე, ყოველ საღამოს ბოდიალობდე, ქალბატონმა „ტელიმ“ როგორ უნდა გიშველოს? მეტიც, „ჭუტას“, მეთუთუნე ავთოს დაქირავებულმა გოგო-ბიჭებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ, ელჩი ხომ ვერ ასწავლის? ბოლო-ბოლო, რა მოუხერხოს ქალბატონმა „დაგნარმა“ აწყვეტილ ჩაჯვი გვარამიას, ხელახლა აღზარდოს? ჰმ, უშველეთ ქართულ მედიასო, კაცოოო, მედიასო. აბა, მედია?!

გინდათ, გაჩვენოთ, როგორია უნამუსობის პიკი? ესე იგი, „ჭუტავიზიის“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ეკითხება გია ბარამიძეს, თქვენ პირადი შეცდომებიდან რას გაიხსენებდითო? ჯერ შეკითხვა რა არი და ახლა პასუხი ნახეთ:

უნდა გადაგვეღო აფრასიძეების საქმე, თორე ხალხს ატყუებდნენ, მთელი ოჯახი ამოხოცესო... არადა, 3 კაცი მოვკალით“.

გაიგონეთ? მხოლოდ 3 კაცი მოვკალითო, მეტი არაო, მერე რა მოხდაო? კი გითხარით დასაწყისში, მაგრად უნდა გაცინოთ-მეთქი, მაგრამ როგორც ხედავთ, სატირალიც გამოვურიე. უკაცრავად, მე ძალიან მაინტერესებს, რატომ არ ლპება ეს არსება ციხეში? ამბობენ, აფრასიძეების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობსო, რა დიდი გამოძიება მაგას უნდა? მოწმეები არიან, ვიდეოები არსებობს, ფაქტები ხელის გულზე დევს!

და ბოლოს... მოდით, მხიარულ ტალღაზე დავამთავროთ: თურმე მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც ერთ-ერთ სააგენტოს განუცხადა, მისი მიზანი მაღალი თანამდებობის დაკავება არ არის. ნახეთ, რა მაგრად ჟღერს „მაღალი თანამდებობა“. კი, მაჩალიკაშვილს თავისუფლად შეუძლია რბილ სავარძელში ჩაჯდომა და ქვეყნის მართვა, მაგრამ ამ ეტაპზე თავს იკავებს. კი, ბატონო, მე ვიზიარებ მშობლის ტკივილს, მაგრამ როცა ადამიანმა თავისი ადგილი არ იცის, ეს უკვე სასაცილოა. ხვალ რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოვიდეს და განაცხადოს, მომავალი თაობის წარმომადგენელი გახლავართო, არ გამიკვირდება.

ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან - ფიქრია ჩიხრაძე? მამუკა ხაზარაძე? დავით უსუფაშვილი? გიგი უგულავა? გრიგოლ ვაშაძე? ბაჩუკი ქარდავა? გიგა ბოკერია? შალვა ნათელაშვილი? ხათუნა გოგორიშვილი?

მაშ, მტყუნის!!!

გელა ზედელაშვილი

“საერთო გაზეთი“