ლევან ნიკოლეიშვილი: ზოგი ისე გამოიყურება, მიუშვი მიწაზე, გადახნავს უგუთნოდ!

ლევან ნიკოლეიშვილი: ზოგი ისე გამოიყურება, მიუშვი მიწაზე, გადახნავს უგუთნოდ!

ლევან ნიკოლეიშვილი (ანალიტიკოსი):

Gorbi- ახალი კვლევების თანახმად, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, სახელისუფლებო პარტიაქართული ოცნება“ 56.3 %-ს აიღებდა, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ 11.9%-ს. ცოტა კი მეხამუშება „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ პარტიად რომ გვევლინება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, დანარჩენი პარტიები, რომლებიც თავს ოპოზიციად წარმოგვიჩენენ, 10%-იანი რეიტინგიც კი არ აქვთ. მაგრამ რა ქნან? ჭამა უნდათ, ფული უნდათ, აქაოდა ჩვენც ხალხი ვართო... არა და, რა კარგი იქნებოდა, რომ სხვა რამით იყვნენ დაკავებული. ზოგი მაინც ისე გამოიყურება, მიუშვი რა მიწაზე და გადახნავს უგუთნოდ. თუმცა რათ გინდა, შრომას მავნებლობა დაპოლიტიკოსობაურჩევნიათ... ამ ათპროცენტნაკლებიანებს არ ეზარებათ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, მერე ერთად დგომა/ჯდომა, მერე ერთმანეთის პარტიაში ჯერ გადასვლა, მერე დატოვება, მერე ისევ გაერთიანება, ისევ დაშლა, მერე არარსებული და მიუღწეველი თანამდებობისა და სკამების გამო ისევ ერთამანეთის ლანძღვა-გინება... ხალხი კი ამას ხედავს, ხალხს კი ამაზე თავის რეაქცია აქვს, ხალხს კი მათი წარსულიც დაპოლიტიკური ბიოგრაფიაცახსოვს და ეს ყველაფერი ჯერ მათ რეიტინგებში აისახება ხოლმე, შემდეგ არჩევნების შედეგებში...
ახლა, რაც შეეხება „ოცნების“ 56%-ს და „ნაცების“ 11%-ს, აქ უფრო მარტივადაა საქმე - ერთი მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილური და მშვიდობიანი გზით წავიდეს, გადალახოს დეოკუპაციის (რომლის თანაშემქმნელი რუსეთთან ერთად სწორედ „ნაცების“ ბელადი სააკაშვილია!), ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები, რაც მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არაა, მეორე კი - „ნაცმოძრაობა“ ასევე მაქსიმალურდ ცდილობს, იქნებ ქვეყანაში არასტაბილური ვითარება შეიქმნას, თავის სატელიტ პარტიებთან და ფეიკ-ტელევიზებთან ერთად ნებისმიერი სიტუაცია ხელისუფლებისა და თავისი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს, ამის მაგალითად კორონას პირველი შემოტევის დროს გარდაცვლილების დაბალი მაჩვენებლით მათი აღშფოთებაც კი საკმარისია...
ისე, კიდევ ერთი უბრალო შედარება რომ გვაკეთოთ - „ქართულ ოცნებასსიის პირველ ნომრად გიორგი გახარია ჰყავს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მენეჯერია, მათ შორის კრიზისის დროს, ნაცკლასტერს კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კრიზის დროს იყო ყველაზე მეტად ჩა...ლი და მიწაზე მფორთხავი, რომ არაფერი ვთქვათ მის არაერთგზის დაპირებაზე და თავისი სექტანტების არაერგზის გადაგდებაზე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ Gorbi- კვლევების, რომელიც რეალობასთან ძალიან ახლოა!