ზუგდიდში მამუკა ხაზარაძეს მერაბ კოსტავას ფიზიკური შეურაცხყოფა შეახსენეს

ზუგდიდში მამუკა ხაზარაძეს მერაბ კოსტავას ფიზიკური შეურაცხყოფა შეახსენეს

„ლელო“-ს საარჩევნო შეხვედრა ზუგდიდში საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. ეროვნული მოძრაობის ვეტერანები პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაძარაძეს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

აქციის მონაწილეები ხაზარაძეს 90-იან წლებში მის საქმიანობას ახსენებენ და ამბობენ, რომ ის ეწეოდა რუსულ პროპაგანდას. მათი თქმით, სწორედ ხაზარაძე იყო რუსული პროპაგანდის გამტარებელი და წლების განმავლობაში ებრძოდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. ამასთან, ისინი იხსნებენ ფილარმონიასთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც მათი მტკიცებით, ხაზარაძე მერაბ კოსტავას ფიზიკურად გაუსწორდა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ხაზარაძეს ადანაშაულებენ მოქალაქეების კუთვნილი ანაბრების მითვისებაში.
მათი თქმით, ასეთი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის.

თავად მამუკა ხაზარაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აგორებული ბინძური კამპანიაა.

„ლელოს“ წევრებსა და მომიტინგეებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ურთიერთდაპირისპირება სამართალდამცავებმა განმუხტეს.

წყარო: "იმედი"