ამირან სალუქვაძე: იგეგმება რუსეთის საპარლამენტო მოდელისკენ გადახრა

ამირან სალუქვაძე: იგეგმება რუსეთის საპარლამენტო მოდელისკენ გადახრა

ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ანალიზისთვის. პუტინის დუმისადმი მიმართვაში საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივებზე.
კერძოდ, იგეგმება სახელისუფლებო სიმძიმის ცენტრის გარკვეული დოზით გადაცემა დუმისთვის, ანუ ნაწილობრივ საპარლამენტო მოდელისკენ გადახრა.

ინიციატივის თანახმად:

1. პრემიერის, ვიცე-პრემიერების და მინისტრების დამტკიცება მოხდება დუმის მიერ, რის შემდეგაც პრეზიდენტი ვალდებული იქნება ისინი თანამდებობებზე დანიშნოს.

თუმცა, პრეზიდენტს მათი თანამდებობიდან გადაყენების უფლება დარჩება ნდობის დაკარგვის, ან მოვალეობების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში.

2. საერთაშორისო სამართლის, ხელშეკრულებების მოთხოვნები ან ორგანოების გადაწყვეტილებები რუსეთის ტერიტორიაზე იმოქმედებს იმ ნაწილში, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნება რუსეთის კონსტიტუციასთან.

3. მაღალი თანამდებობის პირებს არ შეიძლება ჰქონდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება.

4. პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იქნას პირი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა რუსეთში, არ ჰქონია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან ბინადრობის უფლება და არ ჰქონია რაიმე საბუთი, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას აძლევდა, როგორც არჩევნების პერიოდში, ასევე მანამდე.

5. ჩანაწერი, რომ პირი არ შეიძლება იკავებდეს პრეზიდენტის პოსტს ზედიზედ ორ ვადაზე.მეტად, არაა პრინციპული, მაგრამ თანახმა ვარ.

6. მინიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი.

7. ინიციატივა სახელმწიფო საბჭოს სტატუსის აწევასთან დაკავშირებით.

8. რფ რჩება საპრეზიდენტო რესპუბლიკად. პრეზიდენტს რჩება მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრის და შეიარაღებული ძალების მართვის უფლება.

ასევე, რუსეთის მთავრობა გადადგა, მედვედევი გადაინაცვლებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

მთლიანობაში, გასაანალიზებელია ეს ცვლილებები. შესაძლოა პუტინი აღარ აპირებს შემდეგი ვადით პრეზიდენტობას, ცვლილებებს ამ კუთხით და, სავარაუდოდ, გადაინაცვლოს ისევ პრემიერად, შესაძლოა, ნაკლებად სავარაუდოა, სპიკერად. ალბათ, საპრეზიდენტო ვადის ბოლოს კიდევ ვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები.