The Telegraph: ივანიშვილი COVID-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია

The Telegraph: ივანიშვილი COVID-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია

გამოცემის ინფორმაციით, სულ მოსახლეზე შეფარდებით ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი ყველაზე მსხვილი დონაციაა პანდემიასთან ბრძოლაში.

„არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. მაგრამ მიუხედავად მსოფლიოს ზოგიერთი ფილანთროპის მიერ ექვს და შვიდნიშნა შეწირულობისა, სულ მოსახლეზე შეფარდებით კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, არც კი გსმენიათ.

პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედთა ახალი სიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ბიზნესმენი და ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია.

64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება (4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარისს ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქართველზე ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს.

4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი ვაჟი - ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია, ივანიშვილი გახლავთ ქარხნის მუშის შვილი, ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვის და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად დააგროვა“, - წერს სტატიის ავტორი, კამილა ტომინეი.

ჟურნალისტი ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც გაესაუბრა, რომელმაც ივანიშვილის დონაციას შემდეგი შეფასება მისცა:

„ბიძინა ივანიშვილი, თავისი ქველმოქმედებით ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და ასევე უზარმაზარ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე“.

სიაში მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტია, რომელმაც 25,5 მილიონი დოლარი გაიღო, მესამეზე კი Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.

ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა 8 აპრილს გადარიცხა. რამდენიმე დღის წინ ამ ფაქტს სტატია კიდევ ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Express-მა მიუძღვნა.