ბიძინა ივანიშვილმა NDI-ს პრეზიდენტთან საქართველოში წინასაარჩევნო გარემო განიხილა

ბიძინა ივანიშვილმა NDI-ს პრეზიდენტთან საქართველოში წინასაარჩევნო გარემო განიხილა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე 2020 საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ NDI-ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI -ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი და NDI - საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია.