ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე:

„მნიშვნელობა არ აქვს, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა რომელიმე რადიკალური პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ ჩვენი გზა და არჩევანი გვაქვს. ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე, იძულებული იყვნენ, რომ პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რადგან იყო ელჩების ზეწოლა მათზე. ნახეთ, ელჩების ღია განცხადებები. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მოუწიოთ მეორე და მესამე მოსმენის დროს კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა ეს საბოლოო ჯამში მათი არჩევანია. საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი და საქართველოში არჩევნები ისეთი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რომელზეც თანხმდება პრინციპულად სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის მთავარი და არა ის, ვინ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში“.