ირაკლი ღარიბაშვილი: სამარცხვინოდ გააძევეს სააკაშვილი უკრაინიდან თმების თრევით

ირაკლი ღარიბაშვილი: სამარცხვინოდ გააძევეს სააკაშვილი უკრაინიდან თმების თრევით

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი:

„სამარცხვინო კადრები ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო თავისი მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელიც იყო ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან თმების თრევით.

ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია. მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“.