კახა ძაგანია: ისევ ბინძური საქმე გაუკეთეს „ნაცებმა“ ქვეყანას!

კახა ძაგანია: ისევ ბინძური საქმე გაუკეთეს „ნაცებმა“ ქვეყანას!

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისში უნდა გამართულიყო, მაგრამ სტრასბურგში გაიმართება. ე.წ. ოპოზიცია აცხადებდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო.

კახა ძაგანია:

„ისევ როგორი ბინძური საქმე გაუკეთეს „ნაცებმა“ ქვეყანას. თბილისი ხდებოდა მინისტერიალის მსვლელობის პერიოდში ევროპის დედაქალაქი, ეს იქნებოდა ოკუპანტისთვისაც და მეგობრებისთვისაც უძლიერესი პოლიტიკური გზავნილი, მაგრმ ვერ გაძღნენ ხელისუფლების უზურპაციის სურვილით, სულ „ქვა ქვაზე არ დარჩენია“-ს პრინციპით ანგრევენ ყველაფერ მონაპოვარს“.