გია გაბრიჭიძე: ისინი იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, სად ვიყავით ჩვენ?!

გია გაბრიჭიძე: ისინი იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, სად ვიყავით ჩვენ?!

გია გაბრიჭიძე (ჟურნალისტი):

შეიძლება ამ პოსტის დასაწყისი საკმაოდ ცუდად ხმიანდებოდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო.
როდესაც ვკითხულობ ფრაზებს - სად იყო გვარამია, სად იყვნენ არასამთავრობოები, სად იყო სახალხო დამცველი ლომჯარია დ.ა.შ. ძალიან გულუბრყვილო მოთხოვნად მიმაჩნია.
პასუხი ძალიან მარტივია - სად იყვნენ და იქ. იქ, იმ ჯალათებთან, იმ მკვლელებთან, იმ ნაძირალებთან!!!
ისინი ყოველთვის იქ იყვნენ და მუდამ იქ დარჩებიან.
დარჩებიან, რადგანაც მათი მენტალიტეტი, მათი "ადგილი მზის ქვეშ" სწორედაც ამ ძალადობის, ამ აგრესიული ლიბერალიზმის, ამ მარაზმის სხივების ქვეშაა.
დღეს იმის დამუნათება, თუ სად იყო ვინმე ოთო კახიძე, ვინმე კაპიტანი გიგაური, ვინმე სალაძე და ა.შ. უაზრობაა.
ისინი იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ!
იყვნენ და არიან.
სად ვიყავით ჩვენ, როცა ვინმე კოჟორიძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გახდა?
სად ვიყავით ჩვენ, როცა თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა?
სად ვიყავით ჩვენ, როცა ბოკერიამ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მანდატი ჩაიდო ჯიბეში?
სად ვიყავით ჩვენ, როცა ვინმე გვარამია დედას გვაგინებდა?
გავაგრძელო?
მოდით და ჯერ ამ შეკითხვებს ჩვენს საკუთარ თავთან გავცეთ პასუხი. დავრჩეთ ორი წუთით მარტო, აივანზე გავიდეთ, აბაზანაში ჩამოვჯდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ - სად ვიყავით ჩვენ!!! (კითხვის ნიშნის ნაცვლად, სამი ძახილის ნიშანი დავსვი!)
სად ვიყავით ჩვენ და რას ვაპირებთ?
აი ეს ყველამ თავად უნდა გადავწყვიტოთ.
მე პას!
როგორც ყოველთვის -"ვეთანხმები გამყრელიძის", ანუ თქვენს დასკვნას.