აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა პოზიტიური შეფასება მისცა ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შესაბამის უწყებებს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობას, რის შედეგად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც „GozNym“-ის სახელით ცნობილ მავნე პროგრამას იყენებდნენ. მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

აღნიშნულის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიებების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ამერიკის შეერთებული შტატების პროკურორი ბრედი აფიქსირებს და აცხადებს: „GozNym“-ის საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის დევნა განხორციელდა ევროპოლში სამართალდაცვით სფეროში პარტნიორებთან თანამშრომლობითა და მაისში, მე განვაცხადე, რომ საერთაშორისო კიბერდანაშაულის გამოწვევები საჭიროებს საერთაშორისო რეაგირებას. მინდა მოვულოცო და პერსონალური მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების პროცესის უზრუნველსაყოფად გაწეული შრომატევადი საქმიანობისათვისა და ერთგულებისთვის, ასევე მონდომებისთვის რათა ამერიკაში და მსოფლიოს გარშემო განხორციელებულიყო მართლმსაჯულება „GozNym“-ის ქსელით დაზარალებულთათვის.“