ლალი მოროშკინა პროკურატურაში დაიბარეს

ლალი მოროშკინა პროკურატურაში დაიბარეს

ციხიდან ვანო მერაბიშვილის სავარაუდო გაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციით მოწმეების დაკითხვა განახლდა. დღეს, 9 სექტემბერს მთავარ პროკურატურაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფლი მრჩეველი დაიბარეს.

ცნობილია, რომ დიმიტრი დარბაისელი არაპროფესიონალური ქმედებების გამო დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან გადააყენეს. არსებობს ეჭვი, თითქოს ვანო მერაბიშვილი საკნიდან დარბაისელმა გაიყვანა. ის ფიგურურებს ასევე 40.000 პრემიების დარიგების საქმეში. ლ.მოროშკინამ თავის დროზე ამხილა დეარტამენტის თავმჯდომარე და წავდა დეპარტამენტიდან. შემდგომში ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომ შეისწავლა.

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით პოსტსაც აქვეყნებს:

SOS
ლოკაცია- პროკურატურა(ორთაჭალა)
დრო: 12.00
მეგობრებო! იმის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან სავარაუდო გაყვანაზე სტრასბურგმა ითხოვა მოწმეთა ჩვენებების გადახედვა, მე კვლავ დაბარებული ვარ პროკურატურაში.
ახლაც და მაშინაც სათქმელი ერთია!
უპასუხისმგებლო ადამიანის, სასჯელაღსრულების ყოფილი უფროსის, დიმიტრი დარბაისელის გამო მუდმივი წნეხის ქვეშაა მმართველი გუნდი!
სამწუხაროა, რომ სოზარ სუბარმა მაშინ არ მოახდინა დარბაისელის სისტემიდან დროულად გაშვება, სანამ მე სტრასბურგუდან არ მოვახერხე ეს!!!
40.000 პრემიების დარიგების,
დარბაისელის უაზრო, არაპროფესიული ლაქლაქის, ვანო მერაბიშვილთან პირადი ანგარიშსწორების და ყეყეჩობის გამო, აი უკვე მერამდენედ მიწევს სასჯელაღსრულების წესიერი თანამშრომლების სამხრეების დაცვა!
შევხვდებით პროკურატურასთან!