მაია ცქიტიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, რან გიდორს შეხვდა

მაია ცქიტიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, რან გიდორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ისრაელის კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს.