გელა ზედელაშვილი: მაიმუნებო, ლავროვი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას ტანკით!

გელა ზედელაშვილი: მაიმუნებო, ლავროვი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას ტანკით!

როგორც გვატყობინებენ, 2020 წლის 14-15 მაისს თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა გაიმართება. თურმე მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან. ვინაიდან, საქართველო 6 თვით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, უნდა დავემორჩილოთ ამ ორგანიზაციის წესებს და აღნიშნული სხდომა ჩვენს დედაქალაქში გავმართოთ. თუმცა თავმჯდომარეც რომ არ ვიყოთ, ისედაც მოგვიწევდა, როგორც წევრს. პრინციპში, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა რუსეთის ფაქტორი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

ალბათ, გახსოვთ, რუსეთი ოკუპანტია!!!

და ამიტომაც არ გვაქვს ხალისი, თბილისელი სომხის (ასე უწერია ბიოგრაფიაში) ოჯახში გაზრდილი ლავროვი ჩვენს მიწაზე ვიხილოთ!

აგერ, აქუს კნეინა, ნინო ჯანგირაშვილი ხელისუფლებას ემუქრება, თუ მაგ გათახსირებულს საქართველოში შემოუშვებთ, ეგრევე დაგამხობთო. გაიგონეთ? არც მეტი, არც ნაკლები, დაგამხობთო!

ნუ, ეხლა... ამან რომ მოინდომოს, დიდი-დიდი, აქუ დაამხოს (ეგეც გაუჭირდება), მაგრამ ხომ მოიძებნება ქვეყნიერებაზე ერთი-ორი დებილი, რომელიც ამას დაიჯერებს?

მოკლედ, ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში, სადაც რუსეთუმე ნინო ბურჯანაძე, როგორც ქიზიყს იტყვიან, ზემო თაროს უზით, ატყდა ერთი ამბავი - ეს როგორაო? რანაირადო? ნუთუ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში უნდა ჩამოვიდესო? არაო, ვერაო, ამას ჩვენ არ დავუშვებთო, ჯერ გავრილოვის ამბავი არც კი მოგვინელებია, ახლა ლავროვიო! გეგონება, იგივე ლავროვს და იგივე პუტინს ქართულ მიწაზე შემოსვლა უჭირთ, თუ უნდათ, ხვალვე დაადებენ თავებსა და დაერჭობიან ცხინვალში და სოხუმში.

მოსკოვში განსწავლული ელენე ხოშტარია კვლავაც თავს იგიჟიანებს და „სვისტოკს“ ამზადებს, ლავროვს აეროპორტიდანვე გავაბრუნებთ უკანო. ეს ის ხოშტარიაა, რომელმაც თავის დროზე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი (МГИМО) დაამთავრა და არ დაიჯერებთ, მისი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი იყო სერგეი გავრილოვი. ჰოოო, ხალხო, ის გავრილოვი, რომელიც თბილისში ჩამოიყვანეს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს, შემდეგ „სვისტოკებით“ მიუხტნენ, 21 ივნისის ღამეს პროვიკაცია მოაწყეს და ამ ყველაფერს „გავრილოვის ღამე“ უწოდეს. გავრილოვი რომ ელენე ხოშტარიას „უჩიტელი“ იყო, ამის დამადასტურებელი ცნობა ორგანიზაცია „სირცხვილის კორიდორმა“ მოიპოვა.

მიხო სააკაშვილის ყოფილი რძალი, უკრაინის პოლიციის ყოფილი „უმფროსი“ ხატია დეკანოიძეც ამოხტა ჩექმებიდან:

შემიძლია გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, მოეგონ გონს. ნუ დაუშვებენ „მეორე გავრილოვს", იმიტომ, რომ სერგეი ლავროვის და რუსეთის დელეგაციის აქ შემოშვებას არავინ აპირებს. ეს არის ღირსების საკითხი და ჩვენი ზომებიც გადის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზღვარზე“.

ხედავთ, რამდენ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება დეკანოიძემ? არა, რააა, პოლიციელის მზერა მაინც სხვა რამეა, ამიტომაც ქაჩავს ყოველთვის თვალებს. ესე იგი, როგორც ხატია აცხადებს, ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს. მართალია, აქ მრავლობითსა და მხოლობით ერთმანეთში ურევს, იძახის, ხელისუფლება გონს უნდა მოეგონო, მაგრამ არაუშავს, მას საერთოდ არ ევალება ქართული ენის გრამატიკის ცოდნა. მეორე - ნუ დაუშვებთ „მეორე გავრილოვსო“, ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის შემოშვებას აქ არავინ აპირებსო. მე არ ვიცნობ ამ ქალს, თუ ვინმე იცნობთ, გადაურეკეთ და უთხარით, რომ რუსეთის დელეგაცია უკვე საქართველოშია, თბილისიდან 40 კილომეტრში, თანაც ტანკებით „მობრძანებულან“, ეგ ჩემისები!

გახსოვთ 2008 წელი? ეეეჰ... მაგას რა დაგავიწყებთ? ჰოდა, მაშინ ისიც გემახსოვრებათ, აგვისტოს 7-ში თუ 8-ში, საღამოს რომ მოაჭორეს (შეიძლება არც მოაჭორეს და სიმართლე იყო) რუსები უკვე დიღომში არიან, სადაცაა თბილისის ცენტრში შემოვლენო... და რა მოხდა იმ საღამოს? შეიქმნა საცობები კახეთისკენ მიმავალ ტრასაზე და ასევე წითელი ხიდისკენ მიმავალ გზაზე. სულ ესენი იყვნენ, დეკანოიძის მეგობრები, ზმაკაცები, დაქალები, მათი ოჯახების წევრები, თანამდებობის პირები. გაჰქუსლეს, ხალხო, თავშესაფარს ეძებდნენ სომხეთსა და აზერბაიჯანში. იმ ხანებში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მეუბნებოდა, რამდენიმე თანამდებობის პირმა დამირეკა და მთხოვა, ვიცით, სომხეთში მეგობრები გყავს, საქმე ჩაგვიწყე, რომ მათთან დავბინავდეთო. ახლა ესენი გვეუბნებიან, რუსეთის დელეგაციის შემოშვებას არ ვაპირებთო... კი, მაგრამ, თქვე ოღრაშებო და გამოჩენილო ტარტაროზებო, 2008-ში „დელეგაცია“ რომ მოიწვიეთ ტანკებით, მთელი შეიარაღება რომ გაატანეთ, ტერიტორიები რომ ჩააბარეთ და შემდეგ ერთ კვირაში 70 სტრატეგიული ობიექტი გადაუფორმეთ, ეგ როგორ იყო?!

ან კიდევ... ამ ამბებიდან ერთ კვირაში სააკაშვილი, ბაქრაძე, ვაშაძე და მთელი ბანდა რომ ესტუმრეთ მოსკოვში პუტინსა და ლავროვს, ფეხებში რომ ჩაუვარდით, მუხლები რომ დაუკოცნეთ, ეგ როგორ იყო?!

ააა... ეგ არაფერი, ხომ?! ეგ არ ითვლება, ხომ?!

ჰოდა, ახლა, თქვე ცნობილო ავაზაკებო, ჩათლახებო და ტრაწიანო მაიმუნებო, ვის ეჭიმებით, რას ეჭიმებით, რას ბოდიალობთ?!

ჰმ... ლავროვს არ შემოვუშვებთო! ლავროვი უკვე შემოშვებულია, თქვენი წყალობით, თბილისიდან 40 კილომეტრში დგას ტანკით და როცა მოეხოშება, თბილისშიც შემოვა!

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, შეიძლება ლავროვის გამო შეხვედრა სტრასბურგში ჩატარდესო. მერე რა, თუ სტრასბურგში ჩატარდება, რა შეიცვლება ამით? არც არაფერი, თუ მტერს არ დაველაპარაკებით, დავრჩებით ისე, როგორც ვართ!

"საერთო გაზეთი"