მამუკა მდინარაძე: საქმე გვაქვს, ყველაზე მდაბიო და ბანძ მოქმედებასთან

მამუკა მდინარაძე: საქმე გვაქვს, ყველაზე მდაბიო და ბანძ მოქმედებასთან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:

“საქმე გვაქვს, ყველაზე მდაბიო და ბანძ მოქმედებასთან. მათ დღეს ისეთი მდაბიო და ბანძი მოქმედება ჩაიდინეს, დამთავრდნენ. მთავარია ის, რომ, როდესაც ალერგიულია ადამიანი და ახალინაოპერაციებია, იმაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც “სირცხვილია”? არ შეიძლება, ასეთი უნიჭო პერფორმანსები დადგა. დარწმუნებული ვარ, კრიმინალზე ვერ წავიდოდნენ, მაგრამ მაინც გაგიყვანეთ თქვენ, ჟურნალისტები და დეპუტატები, დარბაზიდან უსაფრთხოების მიზნით. ერთი ფაქტია, რომ კაცებიც არ ჰყავთ, ქალებს უშვებენ მდაბიო და გოიმური პერფორმანსებისთვის. ესენი იყვნენ ქებურია და ნადირაშვილი”.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განდიდატებს უყრიან კენჭს. უსიამოვნო სუნის გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.