გელა ზედელაშვილი: მართლაც, ბატონო ტარიელ!

გელა ზედელაშვილი: მართლაც, ბატონო ტარიელ!

ჩვენი დროის ნიჭიერმა პოეტმა (აღარ ვამბობ, დიდს-მეთქი, ეს ფაქტია!) ტარიელ ხარხელაურმა მადლიერება თავისებურად გამოხატა და ლექსი მიუძღვნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ნახეს ეს ლექსი (ალბათ, ბოლომდე არც წაუკითხავთ) ჭია-ღუებმა და ეგრევე აფუთფუთდნენ - ეს როგორო? ეს რანაირადო? ეს ხომ მლიქვნელობააო? მე ვამბობ ცოტა რბილად, თორემ ისეთები იკადრეს, ისეთები წამოაწვინეს, ისე აცეტდნენ და გადაირივნენ, გეგონება ხარხელაურმა ორი გვამი მოითხოვა სახალხოდ.

თან როგორები აცეტდნენ? ცოტა ხნის წინ მათი მამები თუ ბაბუები ლენინზე, მარქსზე თუ ენგელსზე რომ თხზავდნენ „პროზას და პოეზიას“. თვითონ კი... აი, თვითონ რომ მიხო სააკაშვილზე აბოდებენ და ე.წ. ლექსებსაც წერენ!

და მაინც... ნეტავ რა დააშავა ტარიელ ხარხელაურმა? დააშავა კი არა, ძალიან მაგარი საქმე გააკეთა, მადლიერება გამოხატა ერის ნორმალური ნაწილის სახელით!

სამწუხაროდ, უმადურობა ჩვენი საზოგადოების დიდი უბედურებაა. იმაზე დიდი უბედურება, ვიდრე რაღაც გაურკვეველი ვირუსი.

შარშან თუ შარშანწინ შემთხვევით შევხვდი ბატონ ტარიელს და ეგრევე „მივახალე“, თქვენ დიდი პოეტი ხართ-მეთქი. კაცი გაწითლდა, თავი უხერხულად იგრძნო, ხელები სად წაეღო, აღარ იცოდა. არაო, რას ამბობო, მეო, უბრალოდ ლექსებს ვწერო.

აი, სწორედ ამაშია საქმე, მეგობრებო, ის უბრალოდ წერს გენიალურ ლექსებს!

... და იქნებ პრეტენზია მხოლოდ ისეთმა გამოთქვას, ვისაც უფრო ღირებული რამ დაუწერია, თითი თითზე დაუკარებია, ერთი ხე მაინც დაურგავს, ერთი ადამიანი მაინც გადაურჩენია, ერთი თეთრი მაინც სხვისთვის გაუღია და... ერთი წიგნი მაინც გადაუშლია, რათა წერტილ-მძიმის დასმა მაინც ესწავლა!!!

მადლობა, ბატონო ტარიელ, თქვენ მაგარი კაცი ხართ, თქვენ თქვენებურად გვასწავლით, რა არის მადლიერება.

გეთანხმებით, დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ.

***

(მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას)

ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,
თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე
გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.
დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,
შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,
რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.
სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,
ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,
საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,
დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.
არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,
დიდი იქნებითუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,
სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,
მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..
ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,
დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,
ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებშვილოხვალისთვის,
სხვა გზა არა არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო!

ტარიელ ხარხელაური