დავით ლორია: მე ვრჩები სახლში და სალოცავად გამოვიყენებ ჩემ კუთხეს

დავით ლორია: მე ვრჩები სახლში და სალოცავად გამოვიყენებ ჩემ კუთხეს

დავით ლორია (უფლებადამცველი):

ის ხალხი, ვინც მარხვას არ იცავს, მღვდელს აღსარებას არ აბარებს, ზიარება არ ეძლევა და საერთოდ, ვისაც ეკლესიასთან ყოველდღიურ ცხოვრება არ აკავშირებს, იმ ხალხმა აღმოვიჩინოთ თვითშეგნება და ცოტა ხანი ხატებთან სანთელი სახლებში დავანთოთ. ამით ეკლესიურ ხალხს მივცემთ ტაძრებში ყოფნის თავისუფალ სივრცეს.
სასულიერო პირები ვერ გვეტყვიან, ვინ უნდა მივიდეს ტაძარში და ვინ არა. ტაძარი ყველასათვის ღიაა, უბრალოდ მოქალაქეებმა უნდა გამოვიჩინოთ შეგნება და არ შევქმნათ ის რაც დღესასწაულებზე ხდება ხოლმე.

პ.ს. მე ვრჩები სახლში და სალოცავად გამოვიყენებ ჩემ კუთხეს.
რაც შეეხება საზიარებელ კოვზს, ნებისმიერი დაავადების მქონე ადამიანის ზიარების შემდეგ ვეზიარები.