კახა კალაძე: მივმართავ მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან

კახა კალაძე: მივმართავ მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან

კახა კალაძე: "მივმართავ მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან, ყველას ვაჩვენებთ არჩევნებზე, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხის როგორი მხარდაჭერა აქვს".

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, როდესაც აპელირება მიდიოდა 8 მარტის შეთანხმებაზე, პატიმრების გათავისუფლება არ ყოფილა შეთანხმების საფუძველი და ვერც იქნებოდა, რადგან ვერც პარლამენტი, ვერც მთავრობა, ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას და შეთანხმება ვერ შედგებოდა ისეთ რაღაცაზე, რომლის შესრულების შესაძლებლობა არ არსებობდა.

„რაც შეეხება რეაქციებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის და თქვენ შეგიძლიათ 2012 წლიდან მოყოლებული ნახოთ სხვადასხვა ტიპის განცხადებები ევროპარლამენტარების, კონგრესმენების მხრიდან სხვადასხვა კონკრეტულ კრიმინალებთან მიმართებაში. ეს სიახლე არ არის ჩვენთვის, გვქონია ეს მოცემულობა. რაც შეეხება ვიცოდით თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. თქვენ ვერ გვაჩვენებთ ვერც ერთ პუნქტს, ვერც ერთ სიტყვას იმ შეთანხმებაში, რომელიც გახდა საჯარო, რომ იქ საერთოდ ნახსენები ყოფილიყო კრიმინალების გამოშვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.