contrepoints.org ბიძინა ივანიშვილზე - მან 3 მილიარდი დოლარი მოახმარა თავის ქვეყანას

contrepoints.org  ბიძინა ივანიშვილზე - მან 3 მილიარდი დოლარი მოახმარა თავის ქვეყანას

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საქველმოქმედო ორგანიზაციას -  „ქართუ“ ფონდს  3 მილიარდ დოლარის ოდენობის ქველმოქმედება აქვს გაწეული, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში მისი საქველმოქმედო ინიციატივები 500 მილიონ აშშ დოლარს უდრის - ამის შესახებ  გამოცემა contrepoints.org წერს სტატიაში სათაურით „ვინ არის ყველაზე გულუხვი დონორი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში?“, რომელიც  ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ გვიყვება. 
„ქართუ“ ფონდი მისი ოჯახის საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელმაც 3 მილიარდი აშშ დოლარი მოახმარა მის კავკასიურ ქვეყანას, რომელიც სპორტული ობიექტების მშენებლობიდან, ისტორიული ძეგლების რესტავრაციამდე ყველა სფეროს მოიცავს. მხოლოდ ჯანდასცვის სფეროში მისი საქველმოქმედო ინიციატივები 500 მილიონ აშშ დოლარს უდრის“- ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „მუშის შვილმა, ხუთსულიანი ოჯახის ყველაზე  ახალგაზრდა წევრმა ქონება საბანკო და მეტალურგიულ სექტორებში დააგროვა, როდესაც პრივატიზაციის ეპოქაში კომპანიებს ყიდულობდა რუსეთში და შემდეგ სარფიანი ფასნამატით ყიდდა“.