მიშმაკების თვალით დანახული დენდროლოგიური პარკი

მიშმაკების თვალით დანახული დენდროლოგიური პარკი

გაიხსნა... როგორც იქნა, გაიხსნა და თანაც უფასო იქნებაო. რა იქნება უფასოო? იკითხეს გაავებულმა მიშმაკებმა და იმ წამსვე დაადგინეს: კი, ბატონო, იქ შესვლა კი იქნება უფასო, მაგრამ იქამდე მისვლა ხომ იქნება ფასიანი?!

დავუშვათ, ლაგოდეხელ „ნაციონალ“ გლეხს მოუნდა შეკვეთილში ჩასვლა, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული დენდროლოგიური პარკის ნახვა, ტბის პირას წამოკოტრიალება, სირინოზების მოსმენა, მაიმუნებთან ცელქობა, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა, ხომ უნდა ჩაჯდეს ეს გლეხი ლაგოდეხი-თბილისის სამარშრუტოში და ჩამოხტეს ისნის მეტროსთან?

ეგეც შენი 10 ლარი - დგაფან!

თბილისიდან გურიამდე, ანუ ოზურგეთამდე, ანუ შეკვეთილამდე რა ღირს მგზავრობა? დაახლოებით 25-30 ლარი.

10+30 - ეგეც შენი 40 ლარი - დგაფან!

მერე... ერთ დღეში მოასწრებს ეს „ნაციონალი“ გლეხი 60-ჰექტრიანი პარკის დათვალიერებას? 200-ზე მეტი გიგანტური ხის ქვეშ წამოკოტრიალებას, ფეხის ფეხზე გადადებას და სტვენას? 58 სახეობის ფრინველის გალობით დატკბობას? ვერა, ნამდვილად ვერ მოასწრებს და ბუნებრივია, 2-3 დღე მაინც უნდა დარჩეს. მერე... რა ღირს შეკვეთილში თუნდაც ყველაზე იაფი საოჯახო სასტუმროს ერთი ნომერი, სადაც მხოლოდ თავის დადება შეიძლება ბალიშზე? მინიმუმ, 20 ლარი.

აჰა, 40+20 - ეგეც შენი 60 ლარი - დგაფან!

თუ გლეხი 3 დღე დარჩება შეკვეთილში, მაშინ... ეგეც შენი 100 ლარი - დგაფან!

რაც მთავარია, ამხანაგებო, „ნაციონალ“ გლეხს ხომ უნდა ჭამა-სმა, მშიერი ხომ არ მოკვდება? დავუშვათ, დღეში სამჯერ იყიდა 3-4-ლარიანი „კალბასი“, ცოტაოდენი პომიდორი და კიტრი, ხომ ადის ეს ყველაფერი დაახლოებით 10 ლარამდე? სამჯერ ათი ხომ არის 30 ლარი?

აჰა, ეგეც შენი 130 ლარი - დგაფან!

ჰო, კიდევ ერთი... დავუშვათ „ნაციონალ“ გლეხს შეკვეთილელი ბოზი ჩაუვარდა თვალში, რა ქნას, არ გაატკაცუნოს ბებერი ძვლები? მარტო ვენახში მუშაობა ხომ არ არის ეს ცხოვრება, იმასაც ხომ უნდა დროის ტარება? კარგ ბოზსა კარგი ფულიც უნდა, ძმაო, დაახლოებით 100 ლარი 1 საათში. თუ წაევაჭრება, შეიძლება სადღაც 20 ლარი დააკლოს, მაგრამ 80-ზე ქვემოთ არ იქნება.

არის თუ არა ესეც შენი 230 ლარი, ანუ დგაფან?!

კაი, ბატონო... ესე იგი, შეკვეთილში ჩასვლასა და იქ ტრიალში გლეხმა დახარჯა 230 ლარი... პრინციპში, ეს უნდა დავამრგვალოთ, რადგან ქუჩაში გასვლა გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე არ არსებობს - იქით „სემიჩკაზე“ წაგივა თვალი, აქეთ - „მემაროჟნე“ ჩაგივლის ზურგზე მოკიდებული ყუთით, აქეთ მოხარშულ სიმინდს ჩამოატარებს ვინმე და ეგ არი, რააა... ბოლო-ბოლო, „ნაციონალებსაც“ აქვთ ნერწყვი.

ერთი სიტყვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაგოდეხიდან შეკვეთილში ჩასვლა „ნაციონალ“ გლეხს დაუჯდება 300 ლარი - დგაფან!

თქვენ გგონიათ, ამით დამთავრდა? არა, გენაცვალეთ, „აბრატნი“ ბილეთებია ასაღები შეკვეთილიდან თბილისამდე (25-30 ლარი) და შემდეგ თბილისიდან ლაგოდეხამდე (10 ლარი... შეიძლება გაძვირდა კიდევაც, ზუსტად არ ვიცი).

აბა, ახლა კარგად დაფიქრდით და ამიხსენით: ჯერ ერთი, რა აზრი აქვს ამხელა პარკის აშენებას - პარკი უნდა ვჭამოთ? მეორე - რა აზრი აქვს პარკის აშენებას, სადაც შესვლა კი არის უფასო, მაგრამ იქამდე მისვლა არის ფასიანი?

და... საერთოდ, რა საჭიროა ამხელა პარკი, როდესაც არსებობს ცელოფანის ჩვეულებრივი პარკი? გარეცხავ, თოკზე გაფენ, გაშრება, ჩაიდებ ჯიბეში, წახვალ გასტრონომში, ჩადებ პურს, „კალბასს“, ლუდს და წამოხვალ ღიღინით!

კიდევ ერთი... რა საჭიროა პარკი, თუნდაც დენდროლოგიური, სადაც ხეები 15 წელიწადში უნდა გახმეს? ეს საიდანღა მოვიტანე? საიდან და აგერ, ბუნების პირველმა დამცველმა, ქომაგმა და ფლორას (ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთის) ბიცოლამ, ნატა ფერაძემ თქვა. დიახ, მისი პროფესიონალური აზრით, ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიურ პარკში დარგო მეორადი ხეები, ნამდვილები სახლში წაიღო, კომბლები გამოთალა და ჭერში შეაწყო, ზოგი ჭორვილაში, ზოგიც სოლოლაკში.

აი, რას ამბობს ფლორას ბიცოლა ფერაძე: „დაბომბვის პერიოდშიც კი არ იყო ქვეყანა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლააივანიშვილის მიერ დენდროპარკის აშენების შემდეგ“.

აბა, ტყუის ეხლა ეს ქალი?  2008-ში რუსებს არ დავუბომბივართ ისე, როგორც ახლა დაგვბომბა ბიძინა ივანიშვილმა და თან გვაზეიმა კიდევაც, გახსნა პარკი და ხალხს ტაში დააკვრევინა. არა, ხომ დაგვბომბა, ეგეც არ გვაკმარა, როგორც ბუნების დიდი მოამაგე ლაშა ჩხარტიშვილი იძახის (მას ნამდვილად დაეჯერება), ყველა ხის ძირში დამონტაჟებულია ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის მობილურთან და რომელ ხეს როდის ააფეთქებს, არავინ იცის.

ეგ კიდევ არაფერი... აი, ხეებზე მაიმუნები რომ დარბიან, მაგათ ყველას აქვს ტრაკში დეტონატორი და რომელი როდის ამოქმედდება, არც ეგ იცის არავინ.

და ბოლოს... როგორც ფერაძე და ჩხარტიშვილი ამბობენ (მაგათ არაფერი ესწავლებათ), ეგ პარკი, ანუ ტყე იმიტომ გააშენა ბიძინა ივანიშვილმა, რომ იქ ბერას კრიმინალი ძმაკაცები დამალოს. აპააა, თქვენ გგონიათ, ბიძინას თქვენი ჯანმრთელობა და ნათელი მომავალი აწუხებს? ფხრიიინწ (უკაცრავად, დამაცემინა)... რა გულუბრყვილონი ხართ, ხალხნო?!

არა, რააა... მართლა გულუბრყვილონი ხართ, სად გაგონილა 60 ჰექტარზე გაშენებული პარკი? მაშ, ვერ უნდა მიხვდეთ, რომ მილიარდერმა გაგაცუცურაკათ? როგორც ნატა ძალომ თქვა თავისი პროფესიონალური ენით, 1 სანტიმეტრი ნეშომპალას (ნიადაგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ლპობისგან) წარმოქმნას სჭირდება 80-100 წელიწადი, რაც არ მოიპოვება დენდროლოგიულ პარკში. დიახაც, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი... კი მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა აჭარა-გურიაში ასეულობით ხე, მაგრამ ვერ იშოვა ნეშომპალა. გარდა ამისა, ნატა ძალოს თქმითვე, თურმე ეს პარკი, რომელიც მილიარდერმა გააშენა, არის რუსული. არა, იქ არც რუსი მაიმუნები დარბიან, არც რუსული არყის ხეებია, არც რუსი „ბაკაკები კიკინებენ“, მაგრამ მაინც რუსულია, იქ რუსული სული ტრიალებს.

 

***     

აი, ასეთია, ამხანაგებო, მიშმაკის  თვალით დანახული სიკეთე. მე არაფერს ვიგონებ, ისინი ასე აზროვნებენ, ასე წარმოაჩენენ, ბრწინვალებაშიც კი ისეთ სიმახინჯეებს ხედავენ, ჩვენ რომ ვერც კი წარმოვიდგენთ. კაცმა იწვალა, ფული დახარჯა, გააკეთა, ააშენა და ესენი იძახიან, რუსულიაო. არ გჯერათ, ხომ? გადაახვიეთ „ჭუტავიზიის“ 17 ივლისის შუადღის გადაცემა და ნახეთ, შეიძლება უკვე ნახეთ კიდევაც.

გელა ზედელაშვილი