მიხეილ სააკაშვილი რამზეს მეორემ დაწყევლა?

მიხეილ სააკაშვილი რამზეს მეორემ დაწყევლა?

სულ ვამბობდი, დაცხება თუ არა, მიშა სააკაშვილს ტვინში ოფლის გაჟონვა ისევ დაემართება და იმაზე უარესად გაუბერამს, ვიდრე აქამდე უბერამდა-მეთქი. არა, ეგ არც ზამთარშია დალაგებული, არც ჩემოდგომას, მაგრამ ივნისი-ივლისი-აგვისტო მაინც კრიზისულია.

ერთი კვირის წინ სააკაშვილი ტელევიზორში დაუჯდა ვინმე დიმიტრი გორდონს (რომელიც უკრაინელი შმაცია) და ისეთები ელეპარაკა, ეგეთებს საღ ჯანზე მყოფი ადამიანი არ და ვერ ილაპარაკებს: ესე იგიო, თბილისში ჯორჯ ბუში რომ ჩამოვიყვანე, ხომ გახსოვთო? ჰოდა, მაგას უვარგისი, აყროლებული ხინკალი ვაჭამეთო. იმდენად უვარგისი, რომ მე ვერ შევჭამე, მაგრამ ჯორჯ ბუშს ძალიან მოეწონაო. გაიგონეთ? მე ვერ შევჭამე, ისე ყარდაო. კი, მაგრამ რათა, შე ჩემა, რათა, თბილისში ხეირიანი ხინკალი არ იშოვებოდა? დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნებოდა... აბა, მითხარით, რომელი ჭკუათმყოფელი მზარეული ან რესტორნის მეპატრონე გაბედავდა, ჯორჯ ბუშისთვის აყროლებული ხინკალი მიეტანა? რაღაცაშია საქმე, როგორც ჩანს, 2008-ში რაღაც არ შეუსრულა ბუშმა ან წაგებული ომის შემდეგ ბებიამის მზიას მუთაქა თავზე დაახურა და ახლა ანგარიშს უსწორებს, ფაქტობრივად მასხრად იგდებს. რა გითხრათ, რით გაგამწაროთ, მეც კი არ მჯერა, ეს დებილი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი 10 წლის განმავლობაში?!

გორდონთან ინტერვიუში სააკაშვილმა ამაყად აღნიშნა, რომ პუტინს ერთი-ერთზე არანაკლებ 40-ჯერ შეხვდა და თვითოეული შეხვედრა გრძელდებოდა 4-5 საათი!!!

მეტიც, თურმე მინსკში გამართულ დსთ- ქვეყნების სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ომით დაემუქრა:

პუტინი არ გექცევა, როგორც პოლიტიკოსს. პუტინი ცდილობს, გადაგიბიროს. როდესაც პირველად წავედი შესახვედრად, დიდი მოლოდინები მქონდა. დაახლოებით ხუთი საათი ვსაუბრობდით. ჯერ შეხვედრის ოფიციალური ნაწილი იყო, მერე კაბინეტში შემიყვანა. მითხრა, რომ ეს სტალინის კაბინეტი იყო. პიჯაკი გაიხადა. ბუხართან დავსხედით. მოიტანა კონიაკი, ჩაი და ვისაუბრეთ რამდენიმე საათი. შემდეგი შეხვედრა მინსკში დსთ- ქვეყნების სამიტზე შედგა. ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამარჭო, თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგში ვნახეთ, ის არ ხუმრობდა.

ჩემი აზრით, ტყუის, მაგრამ დავუშვათ, სააკაშვილი პუტინს მართლაც შეხვდა 40-ჯერ და ეს ხდებოდა 2008 წლამდე, რა გამოდის, თითქმის ყოველი თვის ბოლოს ჩადიოდა კრემლში და ანგარიშს აბარებდა? ან პუტინს მეტი საქმე არ ჰქონდა? საერთოდ, ჩვენ ყოფილს ახასიათებს ხოლმე სიტუაციების გამძაფრების სურვილი, მაგრამ იმდენად უნიჭოა, ყოველთვის სასაცილო მდგომარეობაში ვარდება. ახლაც ასე მოსდის: თურმე პუტინმა შეიყვანა ერთ-ერთ ბნელ ოთახში და უთხრა, ეს სტალინის კაბინეტიაო. ეგ კიდევ არაფერი, დსთ-ს სამიტზე რომ შეიყვანა ბნელ ოთახში, მუხლში ბრჭყალები ჩაასო და ომით დაემუქრა, უფრო  მაგარია. ესე იგი, აქ ცდილობს დახატოს, თუ როგორი დემონია პუტინი, მას ბრჭყალებიც კი აქვს.

აბა, წარმოიდგინეთ... „სტრაშნი“ მუსიკა, ბნელი ოთახი, პუტინი ნელა აღებს კარს, აცვია შავი ტანსაცმელი, ხელში უჭირავს მაყუჩიანი პისტოლეტი ან მაუზერი, სააკაშვილი მუჯლუგუნებით შეჰყავს, კარს კეტავს, უცებ მუხლში ასობს ბრჭყალებს, უყურებს თვალებში და ეუბნება: ომს დავიწყებ, მოგიტ...ნავ კეთილებს, „ბლიად“!

რას აკეთებს ამ დროს სააკაშვილი? ამაზე არაფერს გვეუბნება, მაგრამ 2008 წლის ომის დღეებში განვითარებული მოვლენებისა და შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერზე დათანხმდა, ეს ჩემის გადანგრეული. დარწმუნებული ვარ, შეთანხმება იყო ასეთი: ვოვაჯან, ეხლა მთლად ნუ გამაფარჩაკებ, მე გავატრაკებ, შენ დაიწყე და მერე წაიღე ყველაფერი, რაც გინდა. არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს იმ ბნელ ოთახებში რამოდენიმეჯერ „ჩანაფსამიც“ ჰქონდეს, აღარაფერს ვამბობ ჰალსტუხისა და სხვა საგნების ღეჭვაზე. რა გითხრათ, კიდევ რით გაგამწაროთ, ეს „ფანდურა“ იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი?!

მიხეილ სააკაშვილმა არც დონალდ ტრამპი დაინდო, თავისებურად „მოეფერა“, ეგაო, კაცო, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ისე მეძმაკაცებოდა, ღამის კლუბებში ერთად დავდიოდით და შადრევნებშიც ერთად დავხტოდითო. მარტო ეგ არა, სხვებიც იყვნენო:

სტუმრებს ძალიან ხშირად ვმასპინძლობდი. ყველას ვიღებდი. ჩვენ დავრბოდით ეშმაკის ბორბლებზე. ძალიან ბევრს უყვარდა იქ ჩასვლაჰილარი, ტრამპი, მაკკეინი იყვნენ ბათუმში დაახლოებით ათჯერ. ტრამპიც იყო იქ, ჩვენ დავდიოდით ფეხით, მე მას ჩემი ელექტრომობილით ვატარებდი დილის 7 საათამდე, ვიყავით ორ ღამის კლუბში, შადრევნებში ვხტუნაობდით, ყველა მხრიდან ვათვალიერებდით ალისა და ნინოს ძეგლს“.

გადავამოწმე ამ დებილის ნათქვამი, რომელიც რატომღაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ჰილარი კლინტონი საქართველოს პირველად 2010 წლის ივლისში ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია, თბილისში - კიევის, ვარშავის, ბაქოსა და ერევნის გავლით. ის საქართველოში მეორედ 2012 წლის 11 ივნისს სომხეთიდან ჩამოვიდა, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრა. ჰილარი კლინტონი ბაქოდან თურქეთში ჩავიდა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრო.

გაიგონეთ? ეს ქალი ორჯერ იყო საქართველოში, სააკაშვილი კიდევ იძახის, ათჯერ გვეწვიაო. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ის საქართველოს მხოლოდ ერთხელ, 2012 წლის აპრილში ესტუმრა თითქოს სასტუმროს ასაშენებლად, მაგრამ მაგ ამბავმა ჩაილურის წყალი დალია. ცრუობს სააკაშვილი, როცა ამბობს, მე და ტრამპი შადრევნებში დავხტუნავდითო - ეთქვა, ამ ჩემისას, დავძუნძულებდითო, ცოტა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რომელი ტანწერწეტა ბალერინები ესენი მყვანან? სხვათა შორის, სააკაშვილი ტრამპზეც დაბოღმილია, თითქოს ტრაბახობს, ჩემი მეგობარიაო, მაგრამ სინამდვილეში ამცირებს და იცით, რატომ? ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე არ დაპატჟა. ეს გიჟვრაცუა მაინც ჩავიდა თეთრ სახლთან დაუპატიჟებლად, მაგრამ არ შეუშვეს, გამოაგდეს. სოციალურ ქსელებში ვიდეოც კი გავრცელდა, როგორ იდგა მიმდებარე ტყეში და როგორ თამაშობდა მობილურით. არ ვიცი, რა გითხრათ, რით გაგამწაროთ, ეს იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ეს ტარაკუა?!  

ერთადერთი, ვინც შედარებით ხშირად ჩამოდიოდა (თუმცა ათჯერ არც ის ყოფილა), ჯონ მაკკეინი გახლდათ. მახსოვს, ერთხელ სვანეთში ჰყავდა აყვანილი სააკაშვილს და კინაღამ გადაჩეხა ხევ-ხუვებში. ცხონებული ბოლოს 2016 წელს ჩამოვიდა, ამ ხელისუფლების წევრებთანაც წაიძმაკაცა.

მეგობრებო, ჯერ სად ხართ? სააკაშვილს განდონთან... უკაცრავად, გონდონთან ინტერვიუში ისეთი კულმინაცია ჰქონდა, ალბათ დავით აღმაშენებლის ძვლები საფლავში შეტოკდა:

ქართველები ახლაც მაფასებენ. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ იგი ხუთი საუკუნე არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად უფრო მალე გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც.  მე არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს, მანქანის, თვითმფრინავის საჭესთან... ვნახოთ, რა იქნება“.

არაო, კაცო, დავით აღმაშენებელს კი არ ვედრებიო, მასთან შედარებით არაფერი ვარო... თუმცაო, ის ხუთი საუკუნის განმავლობაში არავის გახსენებია, მე კიდევ უფრო მალე გამიხსენებენო. ესე იგი, თითქოს თავმდაბლობს, მაგრამ ამავე დროს ძალიან მაგრად თავხედობს, ეს ჩემის გადანგრეული!

ჯერ ერთი, გაუგებარია, რომელ ხუთ საუკუნეს გულისხმობს, როდის არ ახსოვდათ, როდის არ ახსენებდნენ დავით აღმაშენებელს? მეორეც - ეს ავლიპ ზურაბაშვილის პაციენტი იძახის, მე რომ ხალხს ვაწამებდი, ვხოცავდი, ვაუპატიურებდი, ქონებას ვართმევდი, ამით ქვეყანას პროგრესისკენ ვექაჩებოდიო... სანდრო გირგვლიანი რომ მოკლეს, პროგრესი იყოვო... სულხან მოლაშვილი რომ მოკლეს, პროგრესი იყოვო... ტრაკში „დუბინკების“ კეთება პროგრესი გახლდათო... ვანო მერაბიშვილი, ახალაიები, ქარდავები თუ ოქრუაშვილები პროგრესის მოციქულები იყვნენო. უკაცრავად, ჩემო მკითხველებო, თავს ვეღარ ვიკავებ... ეს პატრონმოტყნული იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი? აი, არ მჯერა, ვერ ვიჯერებ!

და ბოლოს... სააკაშვილი განდონთან... უკაცრავად, გორდონთან საუბარში ისეთ რაღაცას ამბობს, სასწრაფო წესით კლინიკაშია გადასაყვანი. ისე, ნუ გამოვრიცხავთ, უკრაინაში რაღაც სამსახური რომ შეუქმნეს, სინამდვილეში კლინიკა იყოს. რეფორმების კომიტეტიო... აბა, მაგისი რეფორმა უნახავს ვინმეს? მოკლედ, სააკაშვილი იმ პერიოდს იხსენებს, ეგვიპტის ბნელ მუზეუმში რომ შეიყვანეს:

„წამიყვანეს ეგვიპტის მუზეუმში, ვნახე ტუტანჰამონი, იქვე იწვა რამზეს მეორე, ხელი ჩამოვართვი. დეტალებს არ მოგიყვებით, არაფერი ცუდი არ მომხდარა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ თურქეთში ვიზიტის დროს, საღამოს ველოსიპედით გავისეირნე, რაღაც ძალამ გადამაგდო და ზუსტად მარჯვენა ხელი ხუთ ადგილას გადავიტეხე“.

შეიყვანეს, ნახა ტუტანჰამონი, გამოელაპარაკა, იქვე იწვა რამზეს მეორე, ისიც მოიკითხა, ხელი ჩამოართვა, ლოყაზე უჩქმიტა, ცუდი არაფერი იფიქროთ, რაც თქვენ გგონიათ, ის არ იყო... თუმცა, როგორც ჩანს, რამზეს მეორეს რაღაცა ეწყინა და ეს ჩემისა, დაწყევლა... ფაქტია, თურქეთში ველოსიპედით რომ სეირნობდა, ბორდიურს შეასკდა და ის ხელი, რომელიც პატივცემულ რამზეს ჩამოართვა, ხუთგან გადაიტეხა. წარმოგიდგენიათ? ხუთგან!

აქაც ცრუობს ჩვენი ყოფილი, რამზეს მეორე არაფერ შუაშია, კაცი მოიკითხა, ხელი ჩამოართვა, რა უნდა სწყენოდა? აი, სხვა ფარაონებს ყურადღება რომ არ მიაქცია, სხვები რომ არაფრად ჩააგდო და არც კი გაუღიმა, იმათ იფიქრეს, ეხლა კი მოგიტ...ნავთ კეთილებსო, ძვლებში დაგამტვრევთო. აბა, ნეჰები, ხაიუ, სემერხეტი, ჰოტეპსეხემუი, ნუბნეფერი, ხასეხემუი, ხეოფსი, მენკაურა, ნეჩერიკარა, აჰოტეპრა და სხვები მოიკითხა? ხელი ჩამოართვა? არა! კაი, თუ ესენი უცნობი სახეები არიან და ამის გამო არაფრად ჩააგდო, ხეოფსი მაინც ხომ ცნობილი სახეა? აი, ამაშია საქმე, მეგობრებო, სწორედაც ხეოფსმა იძია შური, გადაუმტვრია ხელი ხუთ ადგილას  და არა რამზეს მეორემ, როგორც თვითონ ლაქლაქებს. სხვათა შორის, ეს ხეოფსიც მაგარი ჭკვიანი ჩანს, ხუთგან გადაუმტვრია... ეს ციფრი ხომ სააკაშვილს ძაან უყვარს? ისე, რაღა დაგიმალოთ და... პატივცემულ ხეოფსს უთქვამს შინაურობაში, ეგ ტიპი არ მომეწონა, 41 ნაწილად უნდა ამეკუწა, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავეო.

არა, რააა, ამ ჯერზე მეტი რა გითხრათ, ნაცებო, გნაცებო და შმაცებო, რით გაგამწაროთ? თქვენ კი, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, უბრალოდ იცინეთ, მადლობა უფალს, რომ ეს შავი ჭირი მოვიშორეთ!

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"