მიხეილ სააკაშვილის ბანდის წევრებს უკრაინის ხელისუფლებაში ასაქმებენ

მიხეილ სააკაშვილის ბანდის წევრებს უკრაინის ხელისუფლებაში ასაქმებენ

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა. სიტყვა „გაემგზავრა“ აქ უადგილოდაა გამოყენებული, უბრალოდ კიევში სააკაშვილთან ჩაეთრა „სამავნებლო საქმიანობის“ დასაგეგმად. როგორც სანდო წყარო გვატყობინებს, მაჩალიკაშვილი სასტუმრო „პრემიერში“ დააბინავეს და შეხვედრაც იქვე გაიმართა. სიტყვა „შეხვედრაც“ უადგილოდაა გამოყენებული - მავნებლები შეიყარნენ, რათა შემოდგომაზე დაამხონ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, ანუ გააპარტახონ და დედა მოუტ...ნან მთელ ქვეყანას. მართალია, ამას არავინ დაუშვებს, ეს არ მოხდება, მაგრამ სურვილი რომ აქვს თუნდაც ერთ ხროვას, მაინც ცუდია.

მოკლედ, სასტუმრო „პრემიერში“ მაგიდას მიუსხდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი, იგივე ვახა ტერლოევი, მიხეილ სააკაშვილი, მისი ყოფილი რძალი ხატია დეკანოიძე, მიშასდროინდელი გენშტაბის უფროსი გიგი კალანდაძე, ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე.

მათი განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო ის, თუ როგორ, რა მეთოდებით გააძლიერონ არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია და როგორ ჩამოიშორონ ამ ხელისუფლების მომხრეები. სააკაშვილის დავალების თანახმად, მთავარი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. კონკრეტულად მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა ამ მხრივ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ანუ უფრო უნდა მოუმატოს მის ლანძღვას და გადაიბიროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

მეორე პიროვნება, რომლის მოშორებაზეც ისაუბრეს, ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი. როგორც წყარო აღნიშნავს, ამ მხრივ ასეთი სქემა შეიმუშავეს: რაკი ბოლო დროს სოსო გოგაშვილი გააქტიურებულია, როგორმე უნდა განეიტრალდეს და თანაც ისე, რომ ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ „შეეტენოს“ და ის მმართველ გუნდს დაუპირისპირდეს.

ეს კიდევ არაფერი, 20 თებერვალს აღნიშნულმა „სასტავმა“ რესტორან „ლაზიკაში“ იქეიფა, რომელიც ეკუთვნის მიხუინ ზურაბ მიქავას, ხოლო მეწილე გახლავთ ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე. ბობოლა „ნაციონალებმა“ ციხიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება აღნიშნეს. განხილვის თემა ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილი იყო უარყოფით კონტექსტში. რამდენჯერმე ახსენეს სოსო გოგაშვილიც და შეამკეს უცენზურო სიტყვებით. თუმცა სუფრასთან განიხილებოდა საკადრო საკითხებიც - არ დაიჯერებთ და, როგორც სანდო წყარო იტყობინება, როგორც უკრაინული და ქართული მხარეებიც ადასტურებენ, ზურაბ ადეიშვილმა ამ დღეებში მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და დაინიშნა გენპროკურატურის კადრებისა და რეფორმა-განვითარების სამსახურის უფროსად. ლევან ვარშალომიძე - აჭარის ყოფილი „ლომი“ ამ კვირაში ინიშნება პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად ეკონომიკისა და ინვესტიციების მიზიდვის დარგში. ვარშალომიძე კარგად „მოგიზიდავს“ ინვესტიციებს, პან ზელენსკი, შეიძლება ნახევარი მოგიტანოს დათქმულ ადგილზე. როგორც ჩვენი წყარო იტყობინება კიევიდან, გია ლორთქიფანიძე უკრაინის უშიშროებაში (სბეუ) მუშაობს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად. თურმე გია უდესიანიც  გააქტიურდა, რამდენიმეჯერ უკვე ყოფილა ოდესაში.

რა ხდება, რატომ ინიშნებიან მიხეილ სააკაშვილის კადრები უკრაინის ძალოვან უწყებებში, რატომ დაევალა ძებნილ და თაღლით ადეიშვილს პროკურორთა კადრების შერჩევა? ხომ არ უნდა ველოდოთ უახლოეს ხანში რომელიმე თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნასაც? წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის სადმე დანიშვნა ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუმცა როგორც ჩანს, რაკი მის კადრებს ასაქმებენ, ზელენსკის ხელისუფლებაშიც გაიჭრა რაღაც არხი, სადაც ნელ-ნელა იზრდება მისი გავლენა. სუფრასთან უთქვამს კიდეც სააკაშვილს, მე უკრაინა უფრო მაინტერესებს, ვიდრე საქართველო, რომ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება საერთოდ არ დავინტერესებულიყავიო.

რა მოვლენამ მისცა ბიძგი სააკაშვილის კადრების დაწინაურებამ? ალბათ, გახსოვთ, ერთი თვის წინ მიხო გამოშლიგინდა ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიის ეთერში და განაცხადა, ვოლოდიმერ ზელენსკის პოლიტიკა უკრაინას ხუთ ნაწილად დაშლის, ამ ქვეყანას დაღუპავსო. ძალიან ძნელად დასაჯერებელია, ამ შეტევის გამო ზელენსკი შეშინდა და მიხოსთან რაიმე გარიგებაზე წავიდა, მაგრამ ფაქტია, ამის მერე დაიწყო ის პროცესი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

ვინ მფარველობს სააკაშვილს და მის შანტრაბას, რა ოხრობად უნდათ მისი კორუმპირებული და ძებნილი კადრები? ჩემი აზრით, ამ საქმეში გარეულია რამდენიმე კონგრესმენი და რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომლებთანაც დავალებულია ზელენსკის პატრონი იგორ კოლომოისკი. ეს ის ოლიგარქი კოლომოისკი გახლავთ, რომელიც სააკაშვილს ამხედრებდა და აფინანსებდა პოროშენკოს წინააღმდეგ. კი, ბატონო, სააკაშვილ-კოლომოისკის კი ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა მაიდნის ამბებში და შემდეგაც, მაგრამ პოროშენკოს გასტუმრების შემდეგ მათი გზები გაიყარა. თუმცა კოლომოისკის მაინც დარჩა ვალი - უნდა მიხედოს მიხოს ძმაკაცებს. არ მგონია, ზელენსკი და კოლომოისკი ისეთი შტერები იყვნენ, რომ „მეამბოხე“ სააკაშვილი ისე გააძლიერონ, მერე გატრაკება დაიწყოს, მაგრამ პრეზიდენტყოფილისთვის ესეც საქმეა - ძალოვან სტრუქტურებში თავისი „კაცები“ ეყოლება და ბევრი ინფორმაციაც ექნება საინტრიგნოდ თუ საშანტაჟოდ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ სააკაშვილის ხროვა უკრაინაში დასაქმდება, ეს ჩვენთვის შეიძლება სასიამოვნოც კი იყოს, მაგრამ ზელენსკისთვის რომ ზედმეტ თავის ტკივილად იქცევა, ცხადია.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"