ნაცმოძრაობა - მკვლელების დესანტი ჯოჯოხეთიდან

ნაცმოძრაობა - მკვლელების დესანტი ჯოჯოხეთიდან

დიქტატურის და ფაშიზმის რეალიზაციის დიდოსტატმა „მიხეილ უკანასკნელმა“ ნაცლიდერებთან ერთად შექმნა შიდა და საგარეო მტრის შემაშინებელი სახე, ააშენა გულაგის მსგავსი ციხეები აუტანელი პირობებით. ხალხის დასატერორებლად შექმნა მოიერიშე ბრიგადები. მარწუხებში მოაქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ბიზნესი. კანონის გვერდის ავლით, უთვალთვალებდნენ მოქალაქეებს, აწყობდნენ თვითნებურ დაჭერებს. წნეხში ატარებდნენ ინტელიგენციას და მოაზროვნე ადამიანებს. მკაცრად აკონტროლებდნენ მედია საშუალებებს, განსაკუთრებით – ტელევიზიას. „არა ნაცური“ აზროვნება აქციეს სამშობლოს ღალატის სინონიმად. მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარეს თავი. ნაცხროვას „დამხეცებული“აქვს საჭირო დროს მარტივ მამრავლებად დაყოფა და საჭირო მომენტში შედუღაბება. მათგან მართული, მსუყედ დაფინანსებული მედია გააფთრებული ცდილობს მათი სისხლიანი, კრიმინალური წარსული მოსახლეობას დაავიწყოს და „ოცნებაზე“შეთხზული ზღაპრებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს... ვარდების რევოლუციის შემდეგ, პირველ წლებში, დაიწყო კრიმინალური სტრუქტურების წინააღმდეგ გააფრთებული ბრძოლა და მასშტაბური ოპერაციები, შედეგად ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი მართლაც დაიჭირეს, ზოგი გაანადგურეს, ძალიან ბევრი – ქვეყნიდან გადაიხვეწა. მათი ქონებების პროპაგანდისტული ჩამორთმევები მოსახლეობაში სამართლიანობის და პოლიციის შეურყვნელობის იმიჯის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად და იმუშავა კიდეც – ხალხმა გადაწყვიტა, რომ ქურდების ერა მთავრდებოდა. მაგრამ 2006–07 წლებიდან აშკარა ხდება ლამის 180-გრადუსიანი შემობრუნება – ე.წ. `ქურდების~ შერჩევითად განთავისუფლება და დაახლოება `პროცესების სამართავად~, რისი მაგალითებიც `იმედის~ ტელერეპორტაჟებმა შემოგვინახა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიხეილს რევოლუციამდე ტკბილი და მურაბა ურთიერთობა ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან და არც მათ უხვ „შემოწირულობაზე“ ამბობდა უარს. ტარიელ ონიანს აეროპორტში ხვდებოდა და ძუკნა ძაღლივითაც დასდევდა. ანუ, ერთადერთი ძალა, ვინც ხმალამოღებული ებრძოდა ქურდულ სამყაროს ნაცმოძრაობა არ ყოფილა. „შავებზე“ მოუბარი ნაცტელევიზია იქნებ დაინტერესდეს და ტარიელ ონიანს ჰკითხოს, მიშასთან რა აკავშირებს! და ისიც გამოიძიოს, ქურდული სამყაროს რამდენი წარმომადგენელი გამოუშვეს ციხეებიდან სასწრაფო წესით 5 იანვრის და 21 მაისის არჩევნების წინ, რომ მათ საარჩევნო უბნებზე `სიტუაცია ემართათ~ და ოპოზიციის ამომრჩევლები სამაგალითოდ დაეშინებინათ. ნაცმოძრაობას ქურდული სამყარო იმიტომ არ მოწონდათ, რომ მისი `პალაჟენია~ უნდოდათ სათავისოდ და მოახერხეს კიდეც და ყველაზე დიდი ქურდები სწორედ მათ ჰყავდათ მთავრობაში. უკრაინაში არჩევნებთან დაკავშირებით გივია თარგამაძე სწორედ ქურდებს და კრიმინალებს „ეჩალიჩებოდა“ დასახმარებლად... ციხეებში პოლიტიკური ოპონენტების კონცენტრირების ფონზე ნაციონალური მოძრაობის მესვეურებმა 2007 წლის ბოლოს ადამიანის უფლებების კომიტეტის და შეწყალების კომისიის წევრის ელენე თევდორაძისაგან იდუმალად მოახდინეს ათობით საშიში კრიმინალის ვადამდე ადრე, ხოლო ზოგის – დაჭერიდან სულაც რამდენიმე თვეში –განთავისუფლება მარტივი მიზნით – ამ `ავტორიტეტებს~ უნდა უზრუნველეყოთ პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის `პოპულარიზაცია~ საარჩევნო უბნებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრიმინალებთან `მებრძოლმა~ ნაცელიტამ მოახდინა მკვლელი ძმები რურუების რეანიმაცია და თავის ზონდერ ბრიგადასთან ერთად სასათბურე პირობებში აუხდინა ძველი ოცნებები...ნაცების მიერ კრიმინალების მობილიზაცია უფრო მასშტაბურად ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების წინ. მეტიც, ზოგან საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებად თარხნიშვილის მიერ ხელდასმულნი გახლდნენ კრიმინალები და ნარკომანები, რომელთაც უნდა `გაეპრავებინათ~ ნაცების შეუცვლელობა. ნაციონალურმა მოძრაობამ თავის მრავალტანჯულ საარჩევნო სიაში წარმოადგინა ვინმე ისაკო ცქიფურიშვილი, კახეთში ლოკალური მასშტაბის მაფიოზი, სამი ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული, რომელიც ძირითადად იმით იყო დაკავებული, რომ ადგილობრივ რადიო `ჰერეთს~ და ჩასულ დამკვირვებლებს კამერებს უმტვრევდა, აგინებდა და ლიკვიდაციით ემუქრებოდა. დიახ, ნაცლიდერებმა მოახერხეს და მოკლე ხანში, ვითომ პოლიციური სახელმწიფო „ჩამოასხეს“, რომელიც სინამდვილეში ზე კრიმინალური სახელმწიფო გახლდათ და მისი ანტიკრიმინალურობა ისეთივე სიყალბე, იყო როგორც ნაციონალების `დემოკრატობა~. სახალხო დამცველის ანგარიშში 2007 წლის მეორე ნახევარში მრავლად იყო მითითებული პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის თაობაზე. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში არც ერთი თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 2007 წლის ოქტომბრის თვეში პარლამენტის მაშინდელი წევრების ბეჟან გუნავაზე და ბიძინა გუჯაბიძეზე განხორციელებული თავდამსხმელები იყვნენ `ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გიორგი სამუშია, გოგა ღურწკაია, მანუჩარ ფუტკარაძე, გიორგი მანია ირაკლი მიქაია, ბიქტორ მიქაია და აკაკი როგავა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული პირები იხსნა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მათი ქმედების უფრო მსუბუქი ადმინისტრაციულ სამართლებრივი კვალიფიკაციით. დღეს, როცა სამხრეთ კავკასიაში უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა, ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგებით, სწორედ ეს ნაცბოლშევიკური იდეებით ნაკვები ხლისტები ცდილობენ ქაოსის შემოტანას და სწორედ ამ მიზნით მოხდა სამი დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოცდაათ კაციანი დაჯგუფების თავდასხმა `ქართული ოცნების“ ბოლნისის საოლქო ორგანიზაციის აქტივისტებზე. დიახ, დამარცხებული, დაყოფილ-შეერთებული, მრისხანებით შეპყრობილი, ქრისტეს ფეხის მკვნეტელი, ნაცხლისტები დღემდე საბოტაჟის და რევანშის რეჟიმში გვაცხოვრებენ თითქოს, დაგვავიწყდა მათი ზეობის ხანაში ბიზნესის დატერორება, ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეების გაყიდვა, ნულოვანი ტოლერანტობა, დაჭერები, დახვრეტები, ნარკოტიკების ჩადებები, მოსყიდვები, ვაი-არჩევნები, განათლების `რეფორმა~, სამედიცინო `რეფორმა~, ეკლესიის დანგრევის მცდელობა...
ნაცლიდერების თითოეული გამოსვლა, ჟესტი, სიტყვა, თუ ღონისძიება მიმართულია ერთი კონკრეტული მიზნისაკენ – რომ მსოფლიოში შექმნან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნეგატიური სახე. ნაცლიდერები რომელთა რეჟიმის პირობებში მასიურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ურცხვად ლაპარაკობენ გაცილებით ნაკლები სიმძიმის და სიხშირის დარღვევებზე დღევანდელ საქართველოში. მათ არ ეპრობლემებათ ილაპარაკონ საქართველოს ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. მაშინ როცა სააკაშვილის დროს ყოველწლიურად ციხეებში მრავალი პატიმრის გარდაცვალება, მათ შორის მრავალი ისეთი, რომელთა ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები სახეზე იყო,უამრავი პატიმარი იღუპებოდა, რომ არაფერი ვთქვათ პატიმართა სადისტური წამების და გაუპატიურების დადასტურებულ ფაქტებზე ნაცმოძრაობის მმართველობის დროს. მათ თუ დაავიწყდათ ჩვენ გვახსოვს, რომ უმძიმეს პატიმრებს რეანიმაციაში ფეხზე „კანდალებს“ ადებდნენ და ჯანმრთელ პატიმრებს ხელოვნურად აავადებდნენ რეზისტენტული ტუბერკულიოზის უმძიმესი ფორმებით რათა მეტი დაფინანსება შემოსვლოდათ თავისნაირი გარეწარი „პატრონებისგან“. გაუგონარი და წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ ყავდათ როგორც მსჯავრდებულები ასევე მათი ოჯახის წევრები და ახლობლები... მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლება უამრავ ბიზნესმენს აშინებდა და ციხეში სვამდა, ფაქტიურად ატყავებდა და ბიუჯეტში საკუთარი ქონების დათმობას, ან მუქარის ქვეშ ინვესტირებას აიძულებდა, და რომელმაც 2012 წლის ბოლოს 2013 წლის მოგების გადასახადი – დაახლოებით 1 მილიარდი ლარი წინასწარ საკუთარი ხელისუფლებისათვის გადაახდევინა მეწარმეებს (რითაც იმავე ერთი მილიარდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის 2013 წლის საბიუჯეტო შემოსავლები შეამცირა!), დღეს უტიფრად ლაპარაკობს იმაზე, რომ ინვესტირების და ეკონომიკური ზრდის ტემპები და სტატისტიკური მაჩვენებლები, თურმე, გაუარესდა!.. დღეს საქართველოს არ ჰყავს იმაზე დიდი ცილისმწამებელი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია თავის „მოურავებთან“ და „დამარცხებული ხალხის ტელევიზიასთან“ ერთად. საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ იძულებულია, სწორედ ამ ადამიანების არამსგავსებთან კოჰაბიტაციის რეჟიმის ერთგული დარჩეს. აბსოლუტურად მარაზმატული ჩანს დასავლეთის მხრიდან უკვე თითქმის გამჭვირვალედ გამოჩენილი სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი ბანდის წევრებთან ერთად მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგეს. ევროპის სახალხო პარტია და სააკაშვილის პირადი მეგობრები თუ წარსულში დაქირავებული კონსულტანტები ურცხვად ითხოვენ, რომ შეწყდეს ნაცმოძრაობის პოლიტიკოსების „დევნა“, და ლამის მზად იყვნენ საქართველოში მართლმსაჯულების ასრულებაზე საერთოდ მორატორიუმი მოეთხოვათ. (მათ შორის კრიმინალი მკვლელი ჟორიკა რურუას გათავისუფლების, იმპერატიული მოთხოვნა) ამას დავამატოთ სასამართლოების დამოუკიდებლობის შენარჩუნების იმპერატიული სურვილი და ის გზა, რომლითაც ხელისუფლება წავიდა, როდესაც თავისი ნებით უარი თქვა აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო ვერტიკალის მსხვრევაზე. ამის გამო, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს დღესაც თითქმის იგივე ადამიანები მართავენ, ვინც ნაცმოძრაობის დროს რეჟიმის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის „გაპრავების“ და სამართლის დასაფლავების შემოქმედებად გვევლინებოდნენ. ხელისუფლების მიერ მოსახლეობისათვის მიცემულ უპირველეს პირობას სწორედ სამართლის აღდგენა შეადგენდა. ახლა კი გამოდის, რომ ამ პირობის შესრულების გარანტი იგივე პირებით დაკომპლექტებული სასამართლოა, რომელიც აქამდე, ნაცმოძების მონური ერთგულების გარდა, არაფრით გამოირჩეოდა. არც პოლიციის და პროკურატურის კადრებია მათ გარეშე წარმოდგენილი, ვინც საზოგადოების მიმართ რეპრესიული მანქანის აქტიური წევრი თუ არა, კარგად გაზეთილი ჭანჭიკი მაინც იყო. იყო შემთხვევები როცა ნაციონალური ეპოქის მსხვერპლი პირები საკუთარი უფლებების აღსადგენად საჩივარს სწორედ იმავე ადამიანებს აბარებდნენ, გაოგნებულნი, ვისაც ამ საჩივრებში უჩიოდნენ...რაც შეეხება ნაცების შეუცვლელ ლოზუნგს – „რუსეთი ოკუპანტია!“ და ოპონენტების „რუსეთუმეებად“ მონათვლას სინამდვილეში, სწორედ ნაცლიდერები რუსებთან ერთად კუდებგადაფსვნილები მუშაობენ საქართველოს დასაჩოქებლად. ერთმანეთისგან მტრის ხატს ქმნიან, რომ არსებობა გაიხანგრძლივონ და მეტი დაფინანსება გაინაღდონ ნებისმიერ მხრიდან. პუტინის ივანოვმა არ მოგვიყვანა მიშა? 2008 წლის გაყალბებული არჩევნები პირველმა პუტინის ლავროვმა არ მიულოცა სააკაშვილს? პუტინის კარის ბიზნესმენი ბენდუქიძე არ დანიშნა მიშამ საქართველოს გამყიდველად? პუტინის მოქალაქე არ იყო მიშას საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე? პუტინის ახლობელმა კგბ-ს გენერალმა გენერალოვმა – სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ძმაკაცმა არ ჩაიგდო ხელში საქართველოს ერთერთი ყველაზე სერიოზულ საწარმო – ოქროს გადამმუშავებელი `მადნეული~? პუტინის გაზპრომმა და რაო-ეესმა არ ჩაიგდეს ხელში მთელი საქართველოს სიმდიდრეები – `თბილისის წყლიდან~ და რუსთავის მეტალურგიულიდან დაწყებული და ენგურჰესით დამთავრებული? პუტინის ჯარისკაცები და ოფიცრები არ იყვნენ მიშას დადგმულ სპექტაკლში – `ძლევამოსილმა მიშამ უიარაღოდ უკუაგდო რუსთა ლაშქარი განმუხურში~ – სტატისტებად რომ იქირავა მიხეილმა? პუტინის დაგებულ ხაფანგში არ შეჯირითდა მიშა? თან წინასწარ რომ იძახოდა წლობით – ვიცი, ხაფანგს გვიგებენო!? პუტინის ოცნებები არ შეასრულა ამ თავისი შეჯირითებით? ნაცელიტის მოწინააღმდეგეები პუტინის აგენტები ყოფილან და ნაცხლისტებს რომელთა ბიზნესი რუსეთში ჰყვავის პატრიოტებად მოაქვთ უტვინო თავი... ხალხის დასაშინებლად და „წესრიგის“ დასამყარებლად რამდენი ახალგაზრდა დახვრიტეს და უნამუსოდ კრიმინალის ან მოღალატის იარლიყი „მიარტყეს“. მაგალითები სამწუხაროდ უამრავია, მაგრამ ნაწამები როინ შავაძეს და დახვრეტილ გია კრიალაშვილს მოღალატეობას, რომ დააბრალებ ბუტა რობაქიძეს, ვაზაგაშვილს და უამრავ უდანაშაულო ახალგაზრდას კრიმინალური დაჯგუფების წევრობას, როგორ ცხოვრობ, შვილებს თვალებში როგორ უყურებ, ერს და ბერს რა ნამუსით მიმართავ და უტიფრად როგორ ცდილობ ხელისუფლებაში დაბრუნებას... არა, ნაცებს მხოლოდ სამარე გაასწორებთ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ და ისე მყარად ჩავტენოთ პოლიტიკურ სამარეში მათი რეანიმაცია ვერასდროს ვერცერთმა მაგიურმა ძალამ ვეღარ გაბედოს!

ქეთევან ზარნაძე

"საერთო გაზეთი"