ნეხვი ნახტომისთვის ემზადება

ნეხვი ნახტომისთვის ემზადება

მორჩა, დამთავრდა, აივსო მოთმინების ფიალა!

2020 წლის ოქტომბრის ბოლოს ამ ქვეყნიდან დარჩენილი ნაგავია გასატანი. ნაგავი არა, ნეხვი, ტრაწი, ძონძი და ტლაპოა გასატანი!

ადრე ამ ტრაწსა და ნეხვს მეც ნაგავს ვეძახდი, თანაც პოლიტიკურს, ეთიკის ნორმებს ვიცავდი. თურმე ვცდებოდი, მაპატიეთ!

ეს ის ნეხვია, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 1 ლარიც არ ჩაურიცხავს და ამ დროს 250 ათასი დოლარი აქვს დახარჯული ამერიკელ ე.წ. ლობისტებში, ვიღაც კინზინგერებსა თუ ყლინზინგერებში. ლობისტები არა, შაშა და კოლა, ეგეთ საქციელს ადრე ქრთამისტობა ერქვა და კანონით ისჯებოდა. რას ჰქვია, ფული მომეცი და მტყუანიც რომ იყო, გაგამართლებ? რას ჰქვია, დოლარები ჩამირიცხე და ათას სიბინძურეს დავაბრალებ ნებისმიერ ადამიანს? თუნდაც ბიძინა ივანიშვილზე ვიტყვი, რომ ის ვლადიმერ პუტინის მონაა? ეს სადაური წესია? სადაური და ამერიკული, მოსყიდულ კონგრესმენებს დღეს ლობისტებს ეძახიან!

მივყვეთ თანმიმდევრულად, კარგად დავაზუსტოთ, რა სახის ნეხვთან გვაქვს საქმე და რა ფორმით უნდა გავიტანოთ. საერთოდ, ნესვისა და ტრაწის გატანა აუცილებელია, რადგან მას აქვს აუტანელი სუნი. სუნს დავანებოთ თავი, ის დროთა განმავლობაში იქცევა ბაქტერიად, ანუ ინფექციის წყაროდ. აი, სწორედ ამ ეტაპზეა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც ყველაზე საშიში ბაქტერია არის „ნაცმოძრაობა“, ანუ „ტრაწმოძრაობა“.

ნეხვისთვის სულ ერთია, საქმე სახელმწიფოს ეხება, სამშობლოს, ქვეყანას, ხალხს თუ პიროვნებებს, ის ცდილობს, ყველა და ყველაფერი მოწამლოს. აი, მაგალითად, ყველაზე დიდი ნეხვის გროვა (მიხეილ სააკაშვილი), რომელიც უკრაინიდანაც კი ვერ მოიშორეს, სააგენტო ინტერფაქს-უკრაინა“-სთან ასეთ რაღაცას ამბობს:

მე ვთვლი, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების დამხობა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. ეს ჩემი პირადი აზრია. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტის და არც ვინმე სხვის თვალსაზრისს ამ საკითხთან დაკავშირებით - იმიტომ, რომ მე არ ვითვლები უკრაინის სახელმწიფო მოსამსახურედ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, თანაც ძალიან მტკიცე. მე ვთვლი, რომ არავის არ შეუძლია აუკრძალოს ქართველს ქართველობა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას უკრაინის პასპორტი აქვს და უკრაინის პატრიოტია.

როგორ შეიძლება, ეს ნეხვი იყოს უკრაინის პატრიოტი, როცა იგივე უკრაინას აგდებს უხერხულ მდგომარეობაში? უკრაინასაც და უკრაინელ ხალხსაც საქართველოში პრორუსული ხელისუფლების დამხობა უნდაო. დაუკვირდით, როგორ ცდილობს ორ ქვეყანას შორის სიტუაციის დაძაბვას, დამხობა უნდაო, უკრაინასო, ხალხსაცო. კი, მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს ამ გაჭირვებულ ქვეყანას და ამ გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობას, რომლის 17,3% რუსულენოვანია, საქართველოში ხელისუფლების დამხობა, ეს ხომ ზღაპარია?!

ეს ჩემი პირადი აზრიაო, თან ეშინია, ამ ნეხვის გროვას, სახელმწიფოებრივ დონეზე არ გაუტრაკონ! მე არ ვარ, სახელმწიფო მოხელეო, კი ვარ უკრაინის პატრიოტი, მაგრამ ვერც ქართველობას ამიკრძალავენო, ჩემს გამო უკრაინელი ხალხი ბოლომდე იბრძოლებს და საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას დაამხობსო. ამას ჰგონია, ჩვენ ვერაფერს ვხედავთ, არაფერი გვესმის და ვერაფერს ვამჩნევთ... ამას ჰგონია, დაგვავიწყდა, როგორ გაუმართა რუსებს ომი, როგორ ჩააბარა კოდორის ხეობა (რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ზემო აფხაზეთი უწოდა და იარაღიც აზიდა) ტყვიის გასროლის გარეშე, როგორ ჩატოვა ცხინვალსა და მის მისადგომებთან 400-ზე მეტი ცხედარი (დაიჭრა 1045 ჯარისკაცი), როგორ დაადანაშაულა 526 სამხედრო მოსამსახურე ღალატში და როგორ ჩააბარა (გააჩუქა) 135 სოფელი:

ზნაურის რაიონი

ავნევი, ნული, ალიბარი, თიღვა, შინდარა, ნაბაკევი.

ცხინვალის რაიონი

ქემერტი, კეხვი, ძარწემი, ქურთა, ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, მამითა, ხეითი, თამარაშენი, ფრისი, არგვიცი, ბერულა, ერედვი, ქსუსი, ვანათი, ჯორჯიანი, საცხენეთი, ბელოთი, დისევი.

ახალგორის რაიონი

დაბა ახალგორი, დოლიანი, იკოთი, მოსაბრუნი, ბაზუანი, ახალდაბა, ახალსოფელი, ახმაჯი, ბეჟანაანთკარი, გარუბანი, ერედა, ვაშლოვანი, ზემო ბოლი, მორბედაანი, ქვემო ბოლი, ყანჩავეთი, გდუ, ბოსელთა, ზემო ღრუ, ციხისოფელი, ჭანდარი, დორეთკარი, გავაზი, დოგუზაანი, ველისა, კარა, კუცხოვეთი, საბარკლეთი, ჩკუნეთი, ძანგათი, ქვემო ზახორი, არმაზი, ველურა, ზემო ზახორი, ზემო ცხილონი, ზემო წირი, ზემო წოლდა, ზემო წუბენი, იკეთი, ნადაბური, უკანწირი, ქვემო ცხილონი, ქვემო წირი, ქვემო წოლდა, ქვემო წუბენი, ქვითკირი, ქულოთი, შუა ზახორი, შუა წირი, შუა წუბენი, ჭაჭამური, გეზევრეთი, კორინთა, გუდაწვერი, ნახიდი, საძეგური პირველი, ქვემო ალევი, ქურთა, ყოჩიანი, შუა ალევი, წირქოლი, ხარკელანი, ლარგვისი, გარეუთი, დაბაკნეთი, დადიანეთი, ზოდეხი, თოხთა, მარტიანი, მახიარეთი, მუჯუხი, შველიეთი, უკანამხარი, უკანუბანი, ყველდაბა, ჩიტიანი, ცხავათი, ხარბალი, ხრამისწყალი, სალბიერი, დელკანი, ნაგომევი, ჩორჩანი, ძეგლევი, ჯვარისუბანი, ბალაანი, ელოიანი, თინიკაანი, მიდელაანი, ნავიხევი, ოხირი, პავლიანი, ქარელთკარი, ქენქაანი, ჩიგოიანი, წიფთაური, ჭორჭოხი, ხოზუეთი, გუდითა, ზემო ბაგები, ზემო ყურე, კიტრიული, მონასტერი, მსხლები, ქედიგორა, ქვემო ბაგები, ცოტაგური, კოდიჯვარი, მამულაანი, ქვემო ღრუ.

აი, ამ სოფლებს, დაკარგულსა და აწიოკებულს ომის შემდეგ უკრაინის „პატრიოტმა“, სულით „ქართველმა“ უწოდა ქვების გროვა... რა მოხდა, რუსებმა მხოლოდ ქვების გროვა წაიღესო. დიახ, ასე მოიხსენია გავაზი, დადიანეთი, ქვიტკირი, ყოჩიანი, ჯვარისუბანი და სხვა ქართული სოფლები.

ამან, ამ ნეხვმა მიატოვა ცხედრები და როგორც კი გორში საფრანგეთის ელჩთან, კუშნერთან ერთად ჩავიდა, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ისე დაფრთხა, ლამის ცხვირით გადახნა მინდორ-ველები. აღარაფერს ვამბობ ჰალსტუხის (ყლინჯის) ღეჭვაზე. 2008 წლის ერთდღიანი ომის შემდეგ, იმავე კვირაში გადასცა რუსებს ენგურჰესი, ჟინვალჰესი, რიონჰესი, გუმათი-1, გუმათი-2, ლაჯანურჰესი, შაორჰესი, ვარციხე-1, ვარციხე-2, ვარციხე-3, ვარციხე-4, ხრამი-1, ხრამი-2, ხრამი-3, ხრამი-4, ხრამი-5, ყაზტრანსგაზ თბილისი, შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“, გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი, გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი, "მადნეული“, "კვარციტი", საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან, რუსთავის "აზოტი", ზესტაფონის "ფერო", ელმავალთმშენებელი ქარხანა, არამიანცის საავადმყოფო, „თბილისის წყალი“ და ასე შემდეგ.

მეტსაც გეტყვით... 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ამ ნეხვის მშობელმა, გიული ალასანიამ ჩალის ფასად „დაითრია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსი (15 ათასი კვარდატული მეტრი) და ბათუმის საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა (1 ლარად).

სხვათა შორის, დღეს (რატომღაც) არ ლაპარაკობენ და არც იძიებენ იმ ფაქტს, თუ როგორ იხეირეს მთავარმა ნეხვმა სააკაშვილმა და მისმა „პადელნიკმა“ ნეხვებმა (ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა და სხვები) ომის შემდეგ. დაერივნენ, ეს ნეხვები, ბიზნესმენებს, ვისაც კი თვალში წყალი ედგა, ყველას მიაკითხეს და 21 432 456 ლარი მოაგროვეს, თანაც ჩუქების სახით - ვითომ ხალხს პატრიოტული გრძნობები გაუღვივდა და სახელმწიფოს საკუთარი ქონება აჩუქეს. ამ ყაჩაღებმა, ყველა მხრიდან ფულის კეთება დაიწყეს, ამერიკა-ევროპის მიერ გამოყოფილი 4 მილიარდი დოლარიც თავად გადაინაწილეს. დაბრეცილი „კალოშებით“ მოსული კეზერაშვილი, რომელიც თავის დროზე „კმარას“ აქტივისტი იყო და სააკაშვილის პლაკატებს დაარბენინებდა, ორ კვირაში მილიარდერი გახდა. აი, რას ამბობს თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

წლების განმავლობაში, როდესაც ბატონი კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ათეულობით მილიონი ლარი მიემართებოდა უშუალოდ კომპანიებში, ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე. ქართულ ჯარს დღემდე არც შეიარაღება მიუღია და არც ასეულობით მილიონი ლარი დაბრუნებია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ბრუნდება ეს თანხები? საქმე ეხება ძალიან სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულს, რომელიც დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან, საბიუჯეტო სახსრების მითვისებასთან და იარაღით უკანონო ვაჭრობასთან. 2006-2009 წლებში მიმდინარეობდა გამალებული შეიარაღება და იარაღის შესყიდვა. დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა. არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეიარაღება ჩვენს ჯარს ჰქონდა, დღეს არ გაგვაჩნია. ასეულობით მილიონი დოლარის ტექნიკა, შეიარაღება უბრალოდ აორთქლდა, დაიკარგა. ეს არის უდიდესი დანაშაული“.

ვიცი, ახლა ჩაფიქრდებით, ჩემო მკითხველებო და ეგრევე დაგებადებათ შეკითხვა, თუ ასეთი დანაშაული აქვს (მაგალითად) ნეხვ კეზერაშვილს ჩადენილი, რატომ არ იჭერენო? არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, 2012-ში, როცა ნეხვებმა იგრძნეს, არჩევნებს ვაგებთ, კეთილები გვეტ...ვნებაო, სახელმწიფო უწყებებიდან დოკუმენტები გაიტაცეს და გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს. ამჟამად კეზერაშვილისა და მისი „პადელნიკების“ საქმეს ისრაელის პროკურატურა იძიებს, ვნახოთ, რა გამოვა. ესენი დანაშაულს სჩადიოდნენ, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მტკიცებულებებიც აორთქლებულია. თუმცა, ამ შემთხვევაში ავადსახსენებელმა კოჰაბიტაციამაც ითამაშა დიდი როლი, ბევრი თაღლითი და დამნაშავე გადაურჩა სამართლის აღსრულებას. ეს არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების დამსახურება, სწორედ მათ დაიწყეს 2012-ში ქადაგებანი - ამას ხელი არ ახლოთ, ის არ დაიჭიროთ, რევანში არ იყოს და ასე შემდეგ. არ ვიცი, შეიძლება ასეთი მიდგომა ერთი მხრივ კარგიც კი იყო, რომ ქუჩებში ანგარიშსწორება არ დაიწყო, მაგრამ ფაქტია, ამას მოჰყვა ნიჰილიზმი და იმედგაცრუება გარკვეულ წრეებში.

დავუბრუნდეთ მთავარი ნესვის შემდგომ გამოხტომებს... ამ ავადმყოფს ისე უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, მზად არის ყველაფრისთვის - დამხობისთვის, რევოლუციისთვის, ცეცხლისთვის და მახვილისთვის. უფლება რომ მისცენ, ისე გადაბუგავს მთელ საქართველოს, თვალსაც კი არ დაახამხამებს. მე უკან ჯდომა რ მიყვარსო, მე ყოველთვის საჭესთან უნდა ვიჯდეო... 100 დღე დარჩა, საქართველო ან გაქრება, ან გადარჩებაო... თუ მე ვიქნები საჭესთან, გადარჩება, თუ არა და დაიღუპებითო... მზად ვარო, ოქტომბერში ჩამოვალ, ხელს ჩაგკიდებთ, თქვენთან ერთად დავდგებიო... ნუ გეშინიათო, მე სამშობლოსთვის თავი მაქვს გადადებულიო. იცით, 1980-იანი წლებიდან რაღა არ და ვინღა არ მინახავს, რამდენ ავაზაკსა თუ არამზადას არ შევხვედრივარ, მაგრამ ასეთი მზაკვარი არასოდეს მინახავს. ის კადრები მაინც არ მქონდეს ნანახი (თქვენთან ერთად), გორში მიწას რომ ხნავს ცხვირით, საით გარბოდა, თვითონაც არ იცოდა. ნეტავ ისიც არ მქონდეს ნანახი, როგორ ღეჭავდა ჰალსტუხს (ყლინჯს). და ეს იჭიმება, თავი მაქვს გადადებულიო, ჩამოვალ და ხელს ჩაგკიდებთო. რამდენჯერ უნდა „ჩამოვიდეს“, ეს თქვენი ცოდვით სავსე? როდემდე უნდა ატყუოს თავისი დებილი მიმდევრები?!

რაის ჩამომსვლელი და ხელის ჩამკიდებელი ეგ არი? ან ვის რა ფეხებად უნდა მაგისი ბინძური ხელის ჩაკიდება? სანამ ამ წერილს დავამთავრებდი, ისიც თქვა, ამ შემოდგომას გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადებიო. ამ საცოდავს ჰგონია (საკუთარ თავს იტყუებს, სიტუაციას ხატავს ისე, როგორც უნდა, რომ იყოს), მთელი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის უღელში გმინავს და ამ შემოდგომას უნდა გათავისუფლდეს. სად გაგონილა, ერთი ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩესო? შთაგონებულნი აცხადებენ მიხუინები იმ იმედით, რომ მათი დრო დგება. აგერ, რაღა შორს წავიდეთ? ანგელა დოროთეა მერკელი,  გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე, გაიმარჯვა 2005 წლის 22 ნოემბერს და დღემდე სათავეშია. ვიცი, „უგანათლებულესი“ ნაცები არ დაიჯერებენ, მაგრამ ფაქტია, ფრაუ მერკელს მეოთხე ვადით უკავია კანცლერის თანამდებობა.  

ასე რომ, სააკაშვილს, როგორც ნეხვის დიდ გროვას, შეუძლია გადმოხტეს კი არა და... გადმოვარდეს უკრაინის რომელიმე სასტუმროს ან სახლის სახურავიდან, ამის ტრაკიც არ აქვს, მაგრამ მცდელობის გამოცდილება ნამდვილად გააჩნია. ჰოდა, შეუძლია გადმოხტეს და ვინმეს ერთ ადგილას დაახტეს, „პაჟალუსტა“!

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"